მეფე ბრძოლიდან გავიდა. ტყის ნაპირას პატარა მაღლობ ადგილზე შესდგა და გახედა ჰაჯი ჩალაბის მხარეს. გაოცებით შენიშნა, რომ იქიდან ლეკები ნელ-ნელა უკან იწევდნენ და რაღაც საიდუმლოებით მთის კალთას ეფარებოდნენ. ერეკლემ გაიფიქრა: იქ, ალბათ, საფარი აქვთ გაკეთებული და უნდათ წაგვიტყუონ, ან იქნებ სხვა რამ ამბავი ხდება ამ მთის იქით? უნდა უსათუოდ შევიტყოო... აიღო თავი მაღლა და გაიხედა ჯარისკენ. იქვე ახლო შენიშნა ერთი ცხენოსანი. იცნო იგი და პატივისცემით შესძახა:
- თავადო, აქ მობრძანდით პატარა ხანს.
ამ სიტყვებზედ იმავე წამს ცხენიდან გადმოხტა სისხლში მოსვრილი შუახნის ვაჟკაცი, მაშინდელი დროის ერთი წარჩინებული ქართველთაგანი, ზაალ მაჩაბელი, შორიდანვე თავი მძიმედ დაუკრა მეფეს და მოკრძალებით გაჩერდა მის წინაშე.
- რას მიბრძანებთ, შენი ჭირიმე, ბატონო?
- აქ შენთან ოსი ხომ არავინ არის?
- როგორ არა, ბატონო, გახლამთ, ნარელი ოსია, სანაქებო ვაჟკაცი, სოზირა ხეთაგური.
- მაშ დამიძახე ეხლავე აქ...
ორიოდ წამის შემდეგ მეფის წინ შეჩერდა მაღალი ტანის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოსი.
- ამ მთებში ხომ არსად გივლია? - ჰკითხა მეფემ.
- როგორ არა, შენი ჭირიმე, გივლია; პატარა ბიჭი რო იყავი, მა რჯულ-ძაღლებმა დიდი ლევახის ხეობაში, ჭრებასთან დაგიჭირეს, წამოგიყვანეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და ხუთი წელიწადი აღარ გაგიშვეს... მერე მე და ერთი ქიზიყელი კაცი გამოვიპარეთ, გზაზე ხუთი ლეკი მოვკალით და იმათი თავები გორში ბატონ თეიმურაზ მიართვი...
- ყოჩაღ, ხეთაგურო!.. მაშ იქნება ლეკურიც იცოდე?
- იცი, შენი ჭირიმე, ცოტა იცი.
- მაშ გასწი ეხლავე... აიმ მთას გადაუარე, გადაიხედე იქით, ყველაფერი დაათვალიერე... თუ მოახერხო როგორმე, მიუახლოვდი ლეკებს, ყური დაუგდე და, თუ გაიგონო რამე, კარგა დაიხსომე... აბა, გასწი... რაც უფრო მალე შეასრულებ ამ დავალებას, იმდენად კარგი იქნება... ღმერთი იყვეს შენი შემწე...
ოსმა სიამოვნებით და თავმომწონებით შეხედა მეფეს, გულზე ხელი მიიდო, მძიმედ დაუკრა თავი და გამობრუნდა უკან. თავისი ცხენი ხეზე მიაბა, თოფი და ხმალიც იქვე ხეზე ჩამოჰკიდა. ორი გატენილი დამბაჩა გამოართვა ამხანაგებს, ჩოხის კალთები შალვარში ჩაიკეცა და მოჰკურცხლა. პატარა ხანს კი სჩანდა მისი გასაოცარი სიმარდე, კლდიდან კლდეზე ხტომა, გაბარდულ ბუჩქებში ძრომა და შემდეგ გაჰქრა დაბურულ ტყეში.
ამ დროს მეფესთან მოვიდნენ ჯარის წინამძღოლნი.
- ბატონო, - წარმოსთქვა ზაქარიამ, - ჰაჯი ჩალაბი რაღაცას გვიპირობს: ორივე მხრიდან თითქმის შესწყვიტა ბრძოლა.
- იმედი მაქვს, მალე შევიტყობთ გაიძვერა ჰაჯი ჩალაბის განზრახვას, - ბრძანა ერეკლემ, - მე ამ ჟამად უფრო მამიჩემის მოუსვლელობა მაწუხებს. თუ რაიმე უბედურება არ იყოს იმის თავს, იგი აქამომდე აქ გაჩნდებოდა. ერთი შავი ფიქრი მიტრიალებს თავში: ვაითუ ხანებმა გვიღალატეს, მოხუცი მამა მომიკლეს და... - აქ გასწყვიტა ლაპარაკი, ხმალზედ ხელი წაივლო, და მცირეოდენის სიჩუმის შემდეგ მრისხანებით შესძახა:
- განჯის ხანები მუდამ მტრები ყოფილან საქართველოსი. თუ მოხდა რამე, ეს ნამდვილად მისი ბოროტების ნაყოფი იქნება... და ვფიცავ წინაპართ წმიდა საფლავებს, რომ სულ ერთიან ავაოხრებ განჯას, ცხენს კუდით ვათრევინებ ხანსა, მთელს მის გასაგისს დედამიწის ზურგიდან ამოვფხვრი.
საშინელი, საზარელი სანახავი იყო ამ დროს მეფე ერეკლე, მისი დიდრონი, შავი თვალები ჯოჯოხეთის მრისხანებას აფრქვევდა გარშემო... მთელი სახე მეფისა მოშავბედებულ ცასა ჰგავდა; კაცს ეგონებოდა - საცაა ჭექა-ქუხილი ასტყდება და ამ საზარელ სახიდან მეხი გადმოვარდებაო. წინაშე მეფისა იდგნენ დიდებული ვაჟკაცნი... მათ არა ერთხელ ენახათ თავზარდამცემი ამბები, არა ერთხელ გამოეცადათ სიკვდილის ბრჭყალებში ყოფნა, მაგრამ არსად არ უგრძვნია მათ გულს შიში, არ შეჩერებულა ერთ წამსაც კი მათი წინ მიმავალი ნაბიჯი; მაგრამ აქ კი მუქარის წარმოთქმის დროს, ყოველ მათგანს რაღაც გამოურკვეველმა შიშმა დაჰკრა თავში. თითო ნაბიჯი გადასდგეს უკან და მორიდებით ჩაღუნეს თავები. მოხუცმა თუშმა, თეიმურაზ მეფესთან შეზრდილმა და აწ მუდამ პატარა კახთან მყოფმა, აღტაცებით შეხედა მას, უხერხულად გადაიწერა პირჯვარი და სასოებით წარმოსთქვა:
- ჰეი, შენი ღმერთის ჭირიმე, შენი!.. ქართველი კაცი ტყუილად კი არ ამბობს: „რკინის პერანგი ჩაიცვა, გაჰკრა ხელი და გახიაო“... ერეკლე ბატონიშვილი კაცი კი არა, მდევია, მდევი!..
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ასწავლეთ ემოციური ინტელექტის გამოყენება მოლაპარაკებებში
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს ემოციური ინტელექტის გამოყენება მოლაპარაკებებში.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო