kids.ge logo

არიფანა

ფავორიტებში დამატება

სოფლელი გოგო-ბიჭების გულგასახარი გასართობი არიფანა იყო. ვარდობისთვის ერთ ლამაზ დღეს ვინ კვერცხებს გამოიტანდა, ვინ მაწონსა და ყველს, ვინ ხახვსა და ნიორს, ვინ პურსა და ღვინოს. ერთი სიტყვით, ვისაც რისი შესაძლებლობა ჰქონდა, იმას გამოიტანდა. გაშლიდნენ საძმო სუფრას სადმე ბაღში ან ვინმეს კალოზე, დააწყობდნენ თავიანთ წილ ხორაგს და იწყებოდა ქეიფი და მოლხენა.

სუფრა უკვე გაეშალათ მეარიფანეთ, გოგლა რომ მოვიდა. თავისი კუთვნილი ხორაგი ერთ კუთხეში დაახვავა და ორღობეს გახედა. ვარო და მისი პატარა ძმა ნიკა მობუზულები მიმსხდარიყვნენ ღობის ძირას და სახე ჩამოსტიროდათ.

- მანდ რასა სხედხართ? - გასძახა გოგლამ.

- გაანებე თავი, მაგათ არაფერი არ მოუტანიათ, - უთხრა ფაშიამ.

გოგლა გაენთო მაიკო დეიდას სახლისკენ, აქოშინებული ავარდა კიბეზე და:

- დეიდა მაიკო.

- რაო, თავს შემოგევლოს დეიდა.

- არიფანა გავმართეთ და ვაროსა და ნიკას არ უშვებენ, არაფერი მოუტანიათო.

- ჰო, ისინი ძალიან ხელმოკლედა ცხოვრობენ, ჩემო სულისდგმავ, სახლში მჭადის ნატეხიც არ უდევთ. რას გამოიტანდნენ. მოიცა, შენ დაგენაცვლე, - უთხრა და შებრუნდა. დიდი ქათქათა ხელსახოცი გაშალა მაგიდაზე, ზედ ქილა თაფლი დადგა, კვერცხები და ყველის მოზრდილი ნაჭერი დადო, პურებიც დაალაგა, მერე ხელსახოცის ორ-ორი წვერი ერთად გამონასკვა და მიაწოდა გოგლას.

- აჰა, წაიღე, ეს იმათი წილია-თქო, უთხარი გოგო-ბიჭებს, ჩემო სანდომელავ!

გოგლამ გაშლილ სუფრაზე დააწყო მიტანილი სანოვაგე და ამაყად გამოაცხადა:

- ეს ვარდოსა და ნიკას წილია! - მერე დაღონებულ და-ძმასთან მივიდა, - რაღას უდგახართ, წამოდით, ლხინი იწყება...

ჟივილ-ხივილით შემოუსხდნენ გოგო-ბიჭები საძმო სუფრას.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 7–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა მოთხრობები

ჩიტების სიხარული

სემინარიის ეზოდან გუნდ-გუნდად გამოდიოდნენ ახალგაზრდები და მხიარული სიცილ-კისკისით მიუყვებოდნენ ქუჩას. გოგლა და ბესოც გამოვიდნენ. ლამაზი გაზაფხულის საამო სუნით...

არიფანა

სოფლელი გოგო-ბიჭების გულგასახარი გასართობი არიფანა იყო. ვარდობისთვის ერთ ლამაზ დღეს ვინ კვერცხებს გამოიტანდა, ვინ მაწონსა და ყველს, ვინ ხახვსა და ნიორს, ვინ პურ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

დაიწყეთ ადრეული ასაკიდან

რაც უფრო ადრე დაიწყებთ, მით უფრო ადვილად ჩამოუყალიბდება ბავშვს ჩვევები.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026