kids.ge logo

ლოგოპედი - ინდივიდუალური

ლოგოპედი - ინდივიდუალური

მეტყველების დარღვევა ბავშვებში იწვევს ბევრ სირთულეს. უჭირთ საკუთარი ემოციებისა და სურვილების გამოხატვა, რაც ხშირ შემთხვევაში ბრაზისა და აგრესიული ქცევის საფუძველი ხდება. გართულებული კომუნიკაცია არის მათი გარე სამყაროსგან იზოლირების მიზეზი.  მეტყველების დარღვევას შესაძლოა თან ახლდეს ბავშვის გონებრივი განვითარების სირთულეები.  აღნიშნული პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, რომელიც ამ უნარების განვითარებაზე იმუშავებს სხვადასხვა ტექნიკით.

 

Kids.ge-ში წარმოებს შემდეგი სახის მეტყველების დარღვევებზე მუშაობა და მკურნალობა:

  1. მეტყველების ფუნქციის ზოგადი განუვითარებლობა; ლექსიკური მარაგის შევსება, გამდიდრება;
  2. ექსპრესიული და იმპრესიული ტიპის მეტყველების მოშლილობაზე მუშაობა (ე.წ. სენსორული და მოტორული ალალია);
  3. დიზართრია - მეტყველების ცენტრისა და საარტიკულაციო აპარატს შორის სათანადო კავშირის უქონლობა.
  4. დისლალია - ბგერათა დამახინჯებული წარმოთქმა, ბგერათა დიფერენცირების დარღვევა.
  5. სიგმატიზმი - სისინა და შიშინა ბგერების არასწორი წარმოთქმა (ასევე როტაციზმი, ლამდაციზმი, კატაციზმი, ქიტიზმი და ა.შ.); 
  6. სმენის დაქვეითებით პროვოცირებული მეტყველების დარღვევები.
  7. ტაქილალია - სწრაფი და აჩქრებული მეტყველება.
  8. ბრადილალია - შენელებული მეტყველება.
  9. რინოლალია - ხმის ტემბრისა და ბგერათა წარმოთქმის დეფექტი. ცხვირისმიერი საუბარი.
  10. ლოგონევროზი - ე.წ. ენის ბორძიკი;
  11. ბილინგვიზმი - ორევნობნობით გამოწვეული მეტყველების დარღვევა;
  12. აგრამატიზმი - მეტყველების გრამატიკული მხარის დარღვევა;
  13. დისლექსია - წერისა და მეტყველების დარღვევები;
  14. აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის თანამდევი ნაწილობრივი და სრული უმეტყველობა.

 

მეტყველების თერაპია მოიცავს:

  1. საარტიკულაციო აპარატის ლოგოპედიური მასაჟი (პირდაპირი და არაპირდაპირი)
  2. სუნთქვითი ვარჯიშები; დიქციური სუნთქვის გამომუშავება
  3. კომპიუტერული კორექციას

 

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ლოგოპედს?

თუ თქვენი პატარა:

  • არ მეტყველებს (მეტყველება განუვითარებელია)
  • თანატოლებთან შედარებით ნაკლებად კონტაქტურია
  • არ ეკონტაქტება გარშემომყოფებს
  • აქვს:
    • წოვასთან;
    • ყლაპვასთან;
    • ღეჭვასთან;
    • კბეჩვასთან;
    • სითხის მიღებასთან;
    • ნერწყვის დენასთან;
    • ორალურ ჰიპერმგრძნობელობასთან (არ აძლევს უფლებას სხვებს, შეეხონ მის სახეს, გაუხეხონ კბილები, არ იღებს შერეული კონსისტენციის საკვებს);
    • სწორ სუნთქვასთან;
    • სმენასთან;
    • მიმართული მეტყველების გაგებასთან;
    • მხედველობის და მოძრაობის კოორდინაციასთან;
    • წერასთან;
    • კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები,

მაშინ თქვენი შვილი საჭიროებს ლოგოპედის კონსულტაციას.

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 93-25-14

საინტერესო მეტყველების თემაზე

სამეტყველო სუნთქვის განვითარება
სამეტყველო სუნთქვის განვითარება

კარგად ჩამოყალიბებული სამეტყველო სუთქვა სწორი და ლამაზი თანმიმდევრული მეტყველების განვითარების წინა

ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა
ემოცია, მისი გამოხატვის და მართვის სწავლების აუცილებლობა

როდესაც ადამინი სხვადასხვა ხასიათზეა მისი ემოცია სხვადასხვანაირია. თუ პატარას შეუძლია როგორც საკუთარ

გზა საბავშვო ბაღისაკენ - თემა „შემოდგომა“
გზა საბავშვო ბაღისაკენ - თემა „შემოდგომა“

მოძებნეთ დრო,ძალები და საშუალებები საკუთარ თავში და გადააქციეთ საბავშვო ბაღიასკენ მიმავალი გზა შემეც

სიგმატიზმი
სიგმატიზმი

სიგმატიზმი ანუ სისინა (ს,ზ,ც,ძ,წ) და შიშინა (შ,ჯ,ჩ,ჟ,ჭ) გერების წარმოთქმის ნაკლოვანება ნაკლოვანებათა

მეტყველების განვითარების ეტაპები
მეტყველების განვითარების ეტაპები

მეტყველების განვითარება დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე საკმაოდ რთულ ეტაპებს გადის. ბ

როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის
როგორ შევარჩოთ სათამაშოები ჩვენი პატარა საოცრებისათვის

ბავშვებისათვის სათამაშოები სამყაროს შეცნობის მთავარი საშუალებაა, მაგრამ მინდა გითხრათ აქაც გაკვეული

Kids.ge-ს რჩევები

წააქეზეთ კარგი ქცევით

გამოხატეთ თქვენი გრძნობები მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი შვილი აკეთებს რაიმე სასარგებლოს ან სასიამოვნოს. ეს შესანიშნავი გზაა კარგი ქცევების გასავითარებლად.

სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021