kids.ge logo

ქეთინო

ფავორიტებში დამატება

დე−დი−კომ და მა−მი−კომ
და−მი−ტო−ვეს ქე−თი−ნო,
ა−სე მი−თხრეს: - მი−ხე−დე,
ა−რა−ფე−რი ეტ−კი−ნოს;
ა−რა−ფე−რი გა−ტე−ხოს,
არ და−კუ−წოს კა−ბე−ბი,
არ მო−ხა−ტოს კედ−ლე−ბი,
არ ა−ბურ−დოს ძა−ფე−ბი;
და−უ−მა−ლე ნემ−სე−ბი,
და−უ−მა−ლე ღი−ლე−ბი,
მაკ−რა−ტე−ლიც და−მა−ლე,
არ და−იჭ−რას ფრ−ჩხი−ლე−ბი;
არ გა−ა−ღოს კა−რა−და,
არ და−ხი−ოს წიგ−ნე−ბი,
ფან−ჯა−რა თუ გა−ტე−ხა,
დამ−ნა−შა−ვე იქ−ნე−ბი;
არ მი−უშ−ვა ღუ−მელ−თან,
არ დაგვ−ღუ−პო, მა−ნა−ნა!
არ და−ხა−ზოს პარ−კე−ტი,
და−უ−მა−ლე მან−ქა−ნა;
არ ჩა−უშ−ვა ე−ზო−ში,
სურ−დო არ−ვინ და−მარ−თოს,
და−უ−მა−ლე ფანქ−რე−ბი,
ხელ−ში და−ნა არ ან−დო;
რო−ცა გა−ვალთ, კა−რე−ბი
გა−და−კე−ტე რა−ზე−ბით,
გან−ჯი−ნა−ში ჩა−კე−ტე
ჭი−ქე−ბი და ვა−ზე−ბი.
მე−ტი რა და−გი−ბა−როთ,
თვით მიხვ−დე−ბი და−ნარჩენს...
ჰო, ა−სან−თი არ ან−დო,
თო−რემ ხან−ძარს გა−ა−ჩენს.
- ჰო−და, ა−სე თუ გინ−დათ,
დე−დი−კო და მა−მი−კო:
ა−რა−ფე−რი შე−ემ−თხვეს
ჩემს პა−ტა−რა და−ი−კოს;
თუ გინ−დათ, რომ ქე−თი−ნოს
ა−რა−ფე−რი ეტ−კი−ნოს,
მე გა−მიშ−ვით კი−ნო−ში,
თქვენ მი−ხე−დეთ ქე−თი−ნოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...ხანძრობანახანძრობანას თამაში შეიძლება თავლაში?! ქალბატონო ასმათი, დაუმალეთ ასანთი! ნოდარიკო თავბუა, ნუ აწვალებ ბაბუ...დღეობახვალ არის ჩემი დღეობა, იქნება დიდი ღრეობა. უკვე დღე არის მესამე დანებს და ჩანგლებს ლესავენ, ჩამოვლენ, როგ...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026