kids.ge logo

ინტერნაციონალი

ფავორიტებში დამატება
აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირფერო ან სამადლო?

ეს იქნება საბოლო
შეტაკება... მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გახარებს ყველა ტომი.

ეს-ღა მხოლოდ დაგვრჩენია!
მით ვფიქრობთ თავის დახსნას!
გამარჯოს მშიერ მუშას,
მის მკლავსა და მის მარჯვენას!

სხვა სუყველა ტყულია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება -
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..

მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,
კავშირი და შეერთება.
საბერველს რომ დაბერვენ,
რკინა მაშინ ფოლადდება.

ჩვენც დავჰბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!
საბოლოო მწარე ომი!...
მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით
გახარებს ყველა ტომი.

მოცლილ ხალხის მუქთახორას,
ამ ქვეყნად რომ დაწანწალებს,
ნამუშევარს სტაცებს ღარიბს
და უკიდებს გულში ალებს,

უნდა დავსცეთ თავზე მეხი,
გაურჯელად ვინც ნეტარებს!...
გამარჯოს მხოლოდ შრომას,
მუშებსა და პროლეტარებს!...

ყოველი მხრის მუშა ხალხი,
დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!
უნდა მედგრად მივიტანოთ
იმ ჩვენს მტრებზე ირიში!

ეს იქნება საბოლო
მშრომელ ხალხის მწარე ომი!...
ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით
გახარებს ყველა ტომი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026