kids.ge logo

მუშური

ფავორიტებში დამატება
ყანაო, მუშის სამოთხევ,
გლეხის დიდებავ, ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს
და ნამმა გადაგბანაო;

დილის ნიავმა დაგქროლა,
ლერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა,
ლერსით აგამწვანაო.

ყანაო, გულ-ხელგაშლილო,
ქვეყნის მოკეთევ, ყანაო!
მოყვრულად შემოგსევივართ,
მტრულად გიმეტებთ განაო.

გავმარგლავთ ბალახ-ბულახსა,
გაგთოხნით ყოველგანაო!..
ყანაო, დაზარებო,
უხვად მომცემო, ყანაო!

ზედ უფლის თვალი დაგყურებს,
შენი ბარაქა ბრძანაო;
აგშორდეს გვალვა და სეტყვა,
მოსავლის გამოცანაო...

ყანაო, ოქრო-ზურმუხტო,
ყანაო, ჩემო ყანაო!
მაღალმა ღმერთმა აკურთხოს
სხვაც ბევრი შენისთანაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულის მაყრებიმიიპარება ზამთარი, ძალ-ღონე გამოელია, და თვალს არიდებს გაზაფხულს!.. რა ცუდი მასპინძელია! კარის-კაცები თან...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...ციცინათელაჩემო ციცინათელა! რად მიჰფრენ ნელა-ნელა? შენმა შორით ნათებამ დამწვა და დამანელა! ანათებ და კარგი ხარ, მე თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026