kids.ge logo

აკაკის საიუბილეოდ

ფავორიტებში დამატება
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
მავ ჭირით ვარ სნელი,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!


თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიღე, სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ლიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.


დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...მე შენი ტრფობით ვერ გავძეხმე შენის ტრფობით ვერ გავძეხ, შენ — ჩემის სიძულვილითა. ვერ გიღალატებ მაინცა, თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა, ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...ქეიფიდამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი, ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი! ეგება გულის ვარამი ჩავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026