kids.ge logo

თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო

ფავორიტებში დამატება
თქვენი ჭირიმე, ჰო, მთებო
ქედაწვდილებო ზეცადა,
რამ გაგაჩინათ, ნეტარა,
ჩემფერის კაცის ბედადა?!
ხან კი რომ დათოვნებით,
ხან დაგედებათ ნისლიო...

თქვენ როცა გხედავთ, ტივლებო,
მუხლს გიყრით, გული ღონობსა,
თქვენფერად სიმაყესა
გატაცებული გონობსა.
მაშინ კი უფრო მიყვარხართ
როცა ჩამოგდისთ ღვარია,
ქოთობით, ვაი-ვაგლახით,
ისმის ბუნების ზარია.
ნადირნი დაღალულები
კლდის თავებზედა სხდებიან,
თავ-თავქვე ჩამომცქერლები
აქა-იქ იხედებიან,
და კინჭუხებში ვაჟების
თოფნი ლუჭ-ლუჭად ტყვრებიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026