kids.ge logo

მემღერება და ვიმღერი

ფავორიტებში დამატება
მემღერება და ვიმღერი, _
გულზე მჭირს სამი ირა:
წარსულზე ფიქრი მაწუხებს,
აწმყოში არა ყრია რა
და მომავალის ფიქრებიც
რავინ გამიმზინა!
ნისლებში გახველია,
ოდნავა ბჟუტავს ვარსკვლავი,
ვეღარ ვაშორებ თვალებსა,
ერთხელ იმისი მნახავი,
დაჟინებულის მის ცქერით
შევიქენ დასაძრახავი.
გულში კი წყლული იზრდება,
სულსა მიხუთავს, მაღონებს,
სიკვდილი არა მწადიან,
თუმც ტანჯვა სიკვდილს მაგონებს
და ჩემი ყოფნა ასეთი
საწყალს ამირანს მაგონებს.
ხმალიც გვერდს უძე, გოშიაც
ერთგულადა ჰღრღნის რკინასა;
არც ხმალი მოდის გმირთანა,
ვერც თითონ სწვდება იმასა.
გაღრღნილი ჯაჭვიც მთელია,
ჰხედავს მერე დილასა;
სწვავს ტანჯვა-ვაების ცეცხლი
პატრონს და იმის ბინასა:
მომავლის სხივი აქარვებს
გმირის ოხვრას და გმინვასა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფშავლის სიმღერამკვდარი ნუვისსა გგონივართ, გრძნობა-მიხდილი ლეშია, კიდევაც მიდუღს ვაჟასა მთიური სისხლი მკერდშია. რად-რა და...მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...დევების ქორწილიღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026