kids.ge logo

მრწამს, მარად მიწამებია

ფავორიტებში დამატება
მრწამს, მარად მიწამები
მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.
მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,
თითოში მაინც ენთება
ტიალ-სურვილი ცხელადა,
ვის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა,
ბეჩავის, გაჭირებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
თან დააქვს ძველის-ძველადა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026