kids.ge logo

როს ვუკვირდები თავის თავს…

ფავორიტებში დამატება
როს ვუკვირდები თავის თავს
და არ ვემდური მეტადა:
მადლს დავთვლი ათასობითა,
ცოდვა სამ რჩება კენტადა,
მხრები მესხმება, ვიზრდები,
ცად ვიწევ ასაფრენადა;
გაჩნდება სითღაც ნათელი,
გულს ჩამიდგება სვეტადა;
ზღვავდება მწყობრი სიტყვები
ქაღალდზე დასაბღერტადა;
მითრთიან გულის სიმები
სიმოვნების ღმერთადა.


რა ვსთქვა, არ შემიძლიან,
მონა ვარ მაშინ ჩანგისა;
ნაცნობნი მეუბნებიან:
“ჭირიმე შენის ჰანგისა!”
თავადაც მომწონს: სამოდ,
ხმა მწყობრად ადის-დადისა;
ჰქუხს ჩანგი, აღარ ისვენებს,
მეც მხოლოდ მღერა მწადისა;
იშლება, მღერაში დნება
ბუდე ყველა სხვა დარდისა.
ზღვად ვცურავ ნეტარებისა,
წვერი ხელთა მაქვს კალთისა,
უფლის და მისთა მსახურთა
ლოცვა-კურთხევა მამდისა;
კალთაში ვარდი მეშლება,
თავზე მანანა დამდისა.
მადლობელი ვარ მშობლისა,
ჩემის გაჩენის, გაზრდისა.


და თუ ცოდვები მომჭარბდა,
სდუმს ჩანგი, გული ბნელია,
ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო,
სიტყვა გავლესო ცხელია;
მაოდ ვტანჯავ თავის თავს…
ვამხელ და გასამხელია:
გივ მარჯვენა და კაცი,
გივ კალამი მჭრელი
დაჩლუნგებულა, დამდგარა,
შემოჰხვევია გველია.
ჯოჯოხეთში ვარ, ვიწვები,
გაჩენის დღესა ვწყევლია.
სე ყოფილა, მგოსანსა
თუ მადლი გამოლია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...სიყვარულიშენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაო...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026