kids.ge logo

ნუგეში მგოსნისა

ფავორიტებში დამატება
ვნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა:
გულზე მედება ცეცხლის გენია,
ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს
ვი მე არა ჩამიდენია;
ვინ რას გაგებს, ან ვინ რა იცის,
რამდენჯელ ცხარე ცრემლი მდენია?!
ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად
და ცას ცირად მივეთავაზი,
არ მიბობღნია დაბლა ქვემძრომად,
მაღლა დავფრინავ, როგორც გავაზი;
ჩემს ტურფა მხარეს მკერდს დავაკერე
სიტყვა საგმირო, სიტყვა ლამაზი,
და ამ ჩემს მღერას ყურს რომ უგდებენ
ქართლელ-კახელი, იმერ-აფხაზი.
მამა-პაპათა აკლდამებიდან
გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი
და დავუკოცნე იმათ მკლავები,
სახე შუბის წვრით და ხმლით აჩრჩნილი;
მე გავაცოცხლე ხელის შეხებით
ლეში მდუმარე, ლეში გახრწნილი.
თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი,
წელი შევუმკე ისევაც ხმლითა,
ნოყირად ვქმენ ნაგვალი მიწა,
როგორაც წვიმამ, მოსულმა ცითა.
არ დაუძველდა ჩემს გულს თვის სატრფო,
როგორაც სხვისას, ვნუგეშობ მითა.
მე არ ვუთხარე მოძმესა ორმო,
თხრელი შევმურე კუპრით და ლაფით;
არვის გავტაცე მე ლუკმა-პური,
სხვასაც გავუყავ ნაშოვნი ჯაფით,
და სიყვარული ჩემს თანამოძმეთ
ვაწყე მედგრად ნაღარით, დაფით.
სულო საგნებს სული ჩავბერე,
ვასაუბრე ლოდები კლდისა
და, როგორც მეფე, გავათამამე
მწირი ბალახი, ის ქუჩი მთისა.
მადლი მფენია მარჯვენაზედა
იმ შემომქმედის, მაღალის ღვთისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026