kids.ge logo

ფშავლის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
მკვდარი ნუვისსა გგონივართ,
გრძნობა-მიხდილი ლეშია,
კიდევაც მიდუღს ვაჟასა
მთირი სისხლი მკერდშია.
რად-რა დავკარგავ იმედსა?
რად-რა ჩავიცვამ შავებსა?
რა მაქვს მე სამგლოვირო,
ვენაცვლე შენსა თვალებსა?!
სანამ კი ვსუნთქავ ბედკრული,
შევყურებ მზეს და მთვარესა,
შენს სიბეჩავეს დავაცვეთ
ჩემს დაწყლულებულს მკლავებსა.
თუ გიღალატო, დედაო,
ნუმც დავიმარხო მთაშია,
ნუ დასდვან ვაჟის ფშავლისა
ხმალი სატირლის თავშია.

ნუ დამიტიროს ქალ-რძალმა
საკაცეზედა კარშია;
შავეთში გამგზავრებულსა
ცხენი წამექცეს წყალშია;
ქვეყნისგან შაჩვენებულმა
ბინა დავკარგო ცაშია,
გამიწყდეს ბეწვის ხიდაი,
ჩავვარდე კუპრის ზღვაშია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...მოლოდინიმცირე რამ ნისლის ნაწყვეტი მთას ეკრა ბუმბულივითა, ჰშვენოდა ფიქრებში გართვა, მინდორზედ სუმბულივითა. მთის წვ...ცაზე იარე, მთვარეოცაზე იარე, მთვარეო, მზეო, აბძანდი-დაბძანდი!.. მთებო, იშიშვლეთ გულ-მკერდი, ხან მოიხვიეთ ნაბადი... დაწვიმე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026