kids.ge logo

უნუგეშო ყოფნა

ფავორიტებში დამატება
ას, ბნელს ხევში მოსულსა,
დიდი ჭანდრები ჰფარავდა,
წადა დიდხანს სიცოცხლე,
წადილს აღარა ჰმალავდა:
ნაბებოდა, ჰკრთებოდა,
მზის სხივს ელოდა მაღლითა;
შეჰფოფინებდა სამყაროს
გაშტერებულის თვალითა,
მზის სხივი აკლდა, ელოდა,
მზე აღარ ამოდიდა,
ჩიქილად მისი სხივები
თავზე არ ეფინებოდა.
მოიკვნესა ჩაგრულმა,
გულმოკლულს ეტირნებოდა.
მზე ვეღარ აწვდენს სხივებსა
ბნელის ჯურღმულის წყვდიადსა,
ვერ უმთელებდა წყლულს გულსა
ფერგახუნებულს იასა.
ა სჭკნებოდა, კვდებოდა,
მიწასვე ებარებოდა.
გაღმა კი ყვავილთა გუნდი
სამოთხეს ედარებოდა;
მზე უხვად ნათელსა ჰფენდა,
ჯავრი არ ეკარებოდა;
ას სიკვდილი ამ დროსა
მით უფრო ემწარებოდა, -
ჰხედავს, რომ სხვანი ლხინობენ,
მას მიწა ეფარებოდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026