kids.ge logo

შეჰხედეთ ერთი ღრუბელსა

ფავორიტებში დამატება
შეჰ−ხე−დეთ ერ−თი ღრუ−ბელ−სა,
რო−გორ თავ−ხე−დობს წყე−უ−ლი!
სწა−დი−ან შთანთ−ქას, გა−აქ−როს
მზის სხი−ვი გა−მოს−რე−უ−ლი.
წინ ე−ღო−ბე−ბა მნა−თობ−სა
ეგ უ−ბად−რუ−კი, წყე−უ−ლი!
მზემ კი დასჭ−რა და და−კა−ფა
მი−სი ბედკ−რუ−ლი სხე−უ−ლი.
არ იშ−ლის წეს−სა ღვთი−ურ−სა
ქვეყ−ნის გათ−ბო−ბას ჩვე−უ−ლი.
ვე−ლებს, ჯურღ−მუ−ლებს ა−ნა−თებს
მზის სხი−ვი გად−მონ−თხე−უ−ლი.
თავს უკ−რავს მად−ლო−ბის ნიშ−ნად
ვარ−დი, ნორჩს ყლორტ−ზე რწე−უ−ლი.
მკვდრებს აღდ−გენს საფ−ლა−ვე−ბი−დან
ბულ−ბუ−ლის ე−ნა გრძნე−უ−ლი;
ქვესკ−ნელ−ში ე−ძებს სა−ფარ−სა
ღრუ−ბე−ლი გა−მოქ−ცე−უ−ლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოდთქვენი სიცოცხლე მაცოცხლებს, ახლებო, გენაცვლენითა; სიცოცხლე მიათკეცდება თქვენის სიკეთის სმენითა. აკეთეთ რა...მემღერება და ვიმღერიმემღერება და ვიმღერი, _ გულზე მჭირს სამი იარა: წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოში არა ყრია რა და მომავალის ...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...მერცხლის სიმღერადავჩეკე წვრილი ბარტყები, დამეზრდებიან მალეო; იფრენენ, იჭიკჭიკებენ ლაღად დღესა თუ ხვალეო. კატავ, შე ამოსაგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026