kids.ge logo

ჩივილი ხმლისა

ფავორიტებში დამატება
-დაჰჟანგებულხარ, გორდაო,
დაგობებია ქარქაში,
სადა გყავს შენი პატრონი,
დაგაწყებინოს კაშკაში?
-სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:
შამქორს გავწირე მკვდარია,
ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,
სდიდა სისხლის ღვარია.
ომში წინ წასვლა უყვარდა,
ხელთ დაბღუჯვილი ფარია;
რას დასდევდა სიკვდილსა,
ღომც არ შარცხვეს ჯარია,
მეფის თამარის გვირგვინი,
ქართველთ სამეფო გვარია.
ეხლა უშნოდ ვარ… დამკიდეს
ლაჩართ კედელზე უქმადა;
ვისღა სცალიან ჩემთვისა,
ქვეყანა იქცა დუქნადა.
გადამაგდებენ გირაოდ…
და გზირ-ნაცვლების ხელითა
ქვეყანა მხედავს მდებარეს
„არშინის”, „ჩოთქის” გვერდითა.
შვიდასი წელი გამიხდა,
არ გავპოხილვარ დუმითა,
არ ვულესივარ ქართველსა
დაღიღინებით ჩუმითა;
მისი ხმა აღარ მსმენია:
„გასჭერ, გამიშვი წინაო,
თუ სახელს არ მაშოვნინებ,
როგორ დავბრუნდე შინაო?!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026