kids.ge logo

ჩინარი

ფავორიტებში დამატება
განმარტობულს ფრილოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი,
მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაროვანი, ტურფა, მაღალი.
სამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა სმენა,
და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!

მოქშუის მტკვარი, მოქრის ნივი და შრილითა არხევს ჩინარსა,
და გამოსცემენ სახიბასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!
მრწამს, რომ არს ენა რამ სადუმლო უსაკოთაც და უსულთ შორის,
და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!

ვითა მიჯნური სატრფოს ამაყსა, მტკვარი მას ნორჩსა ფერხთა ევლების,
და აღმოარხევს უფსკრულებიდამ, და აღელვილი კლდესა ეხლების!
მაგრამ ჩინარი, მაღლად მჩინარი, დგას მედიდურად და სიამაყით,
და მხოლოდ თავსა გარდმო-გარდიღებს სევდინისა შერხევის სახით.

რამდენჯერ ქარი შეარხევს საროს, იმდენჯერ მტკვარი უმეტეს ოხრავს,
თითქოს სიშურით შეშფოთებული, და კლდის პირებზე ზვირთთა შემუსრავს.
ესრედ იდუმალ, მაგრამ ძლირად, დატანჯების მარად მიჯნური,
თუ მას ნამდვილად ეგზნების გულსა ტრფილებისა ცეცხლი ცირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი; მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი. ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავ...სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნისატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრა...ჩონგურსშენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი, ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი, წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!...ჩემს ვარსკვლავსრად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო? მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო: შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას...საყურევითა პეპელა არხევს ნელნელა სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს, ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026