kids.ge logo

ბულბული ვარდზედ

ფავორიტებში დამატება
ბულ−ბუ−ლი, ვარდ−ზედ მჯდა−რი, ე−ტყო−და მას მსტვი−ნა−ვი:
„ვარ−დო, ვარ−დო, მტანჯ ჩე−მო, გვედ−რებ გუ−ლით მტკი−ნა−ვი,
მა−ღირ−სე, თუ რო−გორ არს გაშ−ლა შე−ნი მღი−ნა−ვი,
მწუხრ−სა ა−ქეთ აქ ვზი−ვარ, ფურც−ლებ−ზე−და მკონავი!“

ა−სე ყეფ−და ბულ−ბუ−ლი, ო−დეს−ცა ღა−მე ბნე−ლი
მო−იც−ვამ−და ჭა−ლებ−სა, ქრი−და ნი−ა−ვი ნე−ლი.
და როს სდუმ−და ბულ−ბუ−ლი, მა−შინ აღ−მოხ−და მთვა−რე,
ვარდ−მანც მა−შინ მოჰ−ფი−ნა სუნ−ნე−ლე−ბა მის ა−რე.

მაგ−რამ მგო−სან−სა თურ−მე მო−ე−რი−ა გლახ რუ−ლი.
აღ−მობრ−წყინ−და მთი−ე−ბიც და ფრთო−სანთ მხიარუ−ლი
გა−ლო−ბა ყვეს ჰა−ერ−ში, გა−ნაღ−ვი−ძეს ბულ−ბუ−ლი;
ნა−ხა ვარ−დი ფურცვ−ნი−ლი და მყის მო−უკვ−და გუ−ლი.

თვალ−ნი ე−მო−სა ცრემ−ლით, გუ−ლი სევ−დის საცლ−მი−თა,
ფრთა ფრთას ჰკრა და აღ−მაღლ−და, მსტვი−ნა−ვი ლმო−ბის ხმი−თა.
უხ−მო ყო−ველ−თა სირ−თა: „მო−დით და შე−მოკრ−ბი−თა,
მის−მი−ნეთ, შე−მიბ−რა−ლეთ, ვის მივ−მარ−თო წყლულითა?“

„გან−თი−ა−დით ღა−მედმდე შევფრ−ფინ−ვი−დი კოკ−რო−ბას,
არ ვზო−გავ−დი სი−ცო−ცხლეს, უ−ძი−ლო−ბას, გა−ლო−ბას;
მქონ−და მცი−რე წა−დი−ლი, ვერ მივხვ−დი კი ძნე−ლო−ბას:
მსურ−და გაშ−ლა ვარ−დისა, არ ვჰფიქ−რობ−დი დაჭკნობას!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცისა ფერს, ლურჯსა ფერსცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამ ქვეყნიერს, სიყრმიდგან ვეტრფოდი. და ახლაც, როს სისხ...თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...შემოღამება მთაწმინდაზედჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონა...მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამომიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო, მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო; მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026