kids.ge logo

პირველი მაისი

ფავორიტებში დამატება

ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო!
ესდენ ელვენ მაისს დღენი,
ჰგავს, ბრწყინვიდნენ ბევრნი მზენი.
მოჰქროლავს ყვავილთა სუნი,
ჰავა ფშვივის სამასო,
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
ველნი მცენარით ჭრელობენ;
ავრორის ცრემლით სველობენ,
მასი ჰხურავს მანტიად,
ჰშვენისთ ძვირფასად ცმა ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
ვარდი ჰგრძნობს მზისა ღიმილსა,
ხარის, წმასნის წინწილსა,
ჰკრთოლავს ძოწისფრად მზის შუქი,
აწ ახლად, შემდგომ, გაისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
გესმით, თქვენ, ვარდის ჩურჩული,
ბროლ-ლალისფერი უსულო?
მწვანეს ფოთლების შრილით
მას ხმობს ტურფად ხმა ისო:
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
ჩემი ტრფილი, ცილი,
ლით აღვსილი ფილი,
გულსა დამეგზნას, არ მგამა,
სხვა არა, მკლავდეს, მა, ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
დილით ძილით განღვიძებულს
ვსჭვრეტ, ცრემლით თვალს დასველებულს,
მზე სხივთ წარმოხოცთ, ზრუნველობს,
ტრფილის ზრუვად კმა ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
მაისს ვსთხოვ ჩემთვის სამოთხეს,
აღმიცენებდეს სამოთხეს,
ვიშვებდე მკრთოლვარს სავანეს,
კარვობდეს სუმბულ თმა ისო.
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო.
განვრიდეს ნათელს აროდეს,
თუნდ შუქის ღელვა მძლავრობდეს.
ვეთინათინო ცისკარსა,
აღვაგზნო გული დასო,
ჩემო პირველო მასო,
გულს ვარდმან სხივი დასო!

ლექსი 14 წლის და უფროსი ბავშვებისათვის


სხვა მომხმარებლების აზრით, ეს ლექსი საინტერესო შეიძლება იყოს საშუალოდ 14-დან ~ 16 წლამდე ბავშვებისთვის. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

დავით მაჩაბელის სხვა ლექსები:

ქართლოს
ძველად 1853-სა, 4-5, და 1856-სა წელთა.
...
ლოცვა ტრფიალისა
ღმერთო, გეაჯ ფერნამკრთალი,
გამიქრე სურვილის ალი;...
ალერსი
მზეო მივი, მფინე სხივი,
დილით ძილით აღდგომილსა;...
ჩემი ლოცვა
ღმერთო ჩემო! სვენსა ჩემსა ნუ აღელვებ ჩემდა მკვლელად;
ნუ აღმიღებ დასაცემად, სრბად ნუ მსდევნი საკიცხველად;...
უმანკოება
ვიხილე ვარდი მწყრალობდა, ცრემლითა გულ მქუხარობდა,
ია თავ დახრილ მკრთალობდა, შროშანი ფერით მქრქალობდა,...
„ჯენი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული დავით მაჩაბელის ლექსი „პირველი მაისი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „პირველი მაისი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნონაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გააცანით ბავშვს ციფრული ხელოვნების ფორმები

გააცანით ბავშვს ციფრული ხელოვნების ფორმები, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია ან ვიდეო მონტაჟი.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ნარუტო“
ნახატის ავტორი:
ნიკოლოზ ხაბულიანი (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ლილი ნუცუბიძე
საყვარელო მამულო!

ლილი ნუცუბიძე

საყვარელო მამულო,
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ;...
ბესიკი
რაც მიიწერა სოფელმან

ბესიკი

რაც მიიწერა სოფელმან,
ვეღარ დავთვალე ამრითა! ...
მუხრან მაჭავარიანი
გილოცავ!

მუხრან მაჭავარიანი

გილოცავ!
გილოცავ!...
ვაჟა–ფშაველა
სიყმე სიბერედ ვაქციე

ვაჟა–ფშაველა

სიყმე სიბერედ ვაქციე,
ერი კი - ვერა ერადა....
ალექსანდრე ორბელიანი
რუსთაველ!

ალექსანდრე ორბელიანი

ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო,
და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო....

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

ალექსანდრე ორბელიანი
მოხუცებული ყმაწვილკაცს

ალექსანდრე ორბელიანი

რას დამცინი? რას კოხტაობ? რას ტრაბახობ? რას ბაქბუქობ?
ნუ დამცინი, ნუ კოხტაობ, ნუ ტრაბახობ, ნუ ბაქბუქობ,...
აკაკი წერეთელი
თქვენი ჭირიმე

აკაკი წერეთელი

ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე....
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ჩემთ მეგობართ

ნიკოლოზ ბარათაშვილი

ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ
და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,...
სოფია ბარშოვა
მომავალი სპორტსმენი

სოფია ბარშოვა

ენერგიულ პატარებს
სპორტი გვიყვარს ძალიან,...
გალაკტიონ ტაბიძე
ობელისკი

გალაკტიონ ტაბიძე

ობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს,
ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სამშობლოზე და ლექსები საქართველოზე

გალაკტიონ ტაბიძე
ჰიმნი ქართულ ანბანს

გალაკტიონ ტაბიძე

შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,...
იოსებ ნონეშვილი
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი

იოსებ ნონეშვილი

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი....
ბესიკი
ასპინძის ომზედ

ბესიკი

ასპინძის მიწა გიწამებს, -
ურგებ არს ჩემგან თქმულები! ...
ვაჟა–ფშაველა
ფშაველი ჯარისკაცის წერილი

ვაჟა–ფშაველა

გულ-მკერდიმც აგიყოვდება,
დედაო, ია-ვარდითა!...
ირაკლი აბაშიძე
ხმა კატამონთან

ირაკლი აბაშიძე

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026