kids.ge logo

მირიან ბატონიშვილს

მეორე

ფავორიტებში დამატება
რაცა, განათლებულო,
გებრძანეს ჩემგან წერითა, -
ასჯერ მადლობით მკითხველი.
მე ვერა გავძეხ მზერითა
ქება მოგიძღვნა, ვითა ვთქვა,
რა გკადრო შესაფერითა?
მუქაფად ღმერთმან გვირგვინი
შეგიქმნას თვისის ცერითა!

ხრმალთა და ქაფქირთ ღირება,
რადგან ოსმალთა გვჭირება,
მათ ვინღა ახირება,
რა გინდ სით იყოს ხშირება?
მე მათი ასე მცირება
როდეს შემეჭირება,
გარნა თუ ჩემი მწირება
ჰსჯულად არ დამეფირება!

თქვენ მღვდელსა თვისი ნაწერი
საამჯმნოდ გა[ა]ხდევინეთ.
ცოცხალსა ტყავსა ვინ გახდის?
მაგრამ მას გაახდევინეთ!
მაგის აქ სირბილს და მანდა
ეს რადღა გარდახდევინეთ?
ჭოპოს ლაპობით პირს ქაფი
ქაფქირით მოახდევინეთ!

სხვა მოგახსენო უცხოი,
ეს ქვრიმად დამითესია:
თქვენც გეხსენებათ, ყიზილბაშთ
რა ჰსჯული აქვთ და წესია.
თვისი ლაქია მან მოკლა,
მაზედ რა უბრმესია;
სხვას პოსლანიკსა სისხლსა სთხოვს.
ჭირში ჰყავს დანამკვნესია.

ნეტა გიჩვენათ, ამაზე
ვითა კასკასებს გრიგორი.
სევდით განეყო დალაქსა,
თქვა: "თამაზასთან ვიგორი".
მერე გრიგორს მოსტეხეს
ხელი; კრივ-კულაჩს იგორი.
თუ ასე ასტყდენ, ვერ, ვგონებ,
გარდავლონ ჩიმი-დიდგორი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...ყოვლად-წმიდის ქებაჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს...მზე-ჭაბუკ ორბელიანზედათინას აღზრდილს აქებდეთ, ალვად ანორჩვით ასულსა, ბნელ ბაიათა ბრკვილობა, ბრანძვ-ბაბაჭუა, ბასრულსა! გონჯნი გ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026