kids.ge logo

ქეთინო, გამოიცანი!

ფავორიტებში დამატება
გ ა მ ო ც ა ნ ა :
მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიდის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი,
დიდი,
ზვიდი,
ნაზი და კეთილი
ძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

პ ა ს უ ხ ი :
ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიდი,
დიდი,
რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია,
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას დედა.

გ ა მ ო ც ა ნ ა :
ყველაზე ძლირი,
ყველაზე მამაცი,
ლამაზი ფაფარით,
ძლირი ტორით,
გრუხუნა,
ბრუხუნა,
სამართლის გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს
ტოლი და სწორი.

პ ა ს უ ხ ი :
გრუხუნა?
ბრუხუნა?
ძლირი, მამაცი?
ნეტავი რად უნდა
მიხვედრა ამას?
შენ ლომი გგონია?
რა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და
მანანას მამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...ძმური სამსახურიგამიწიე, მურია, ძმური სამსახურია, ჩემს მაგივრად შეჭამე კარაქი და პურია. და თუ ხვალაც შენ შეჭამ ჩემს მაწონ...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...გოჭებიდასდევს კუდში მურია ლანძღვითა და გინებით, მთელი ეზო დათხარეს პაწაწინა დინგებით. გუშინ დოქი გატეხეს, ჩაიპა...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026