kids.ge logo

ტანო ტატანო

ფავორიტებში დამატება
ტანო ტატანო, გულწამტანო,
ცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
მარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
დეს გნახვიდი, შევიმატნი
თასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
ცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გილერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
შენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე შენმა ფიქრმა მიმარინდამე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიე...ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...„ან“-ზე სით მოხვალათინად სიბრძნის-შემკრები აზიად ვმგზავრობ არესა; ამირბარს ვეყმე ავთანდილ, ამოდ რა ლმობიარესა! ალვისა მშვილ...ბულბულის შურსაბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს...ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026