kids.ge logo

მამიკოს ბიჭი

ფავორიტებში დამატება

დილიადრიან დედიკო
ფაფას მიმზადებს ბრინჯიანს.
მასობაში, ვვარჯიშობ,
მკლავებზე კუნთებს ვისინჯავ.
მჯერა, რომ მამიკოსავით
მეც კუნთმაგარი გავხდები,
მიტომ გირებს ვეწევი,-
გართობისათვის არ ვცდები.
მამასთან ერთად ვკაჟდები,
ზოს გარს ვურბენთ ძუნძულით.
მეზობლებს მეტად ახარებთ
ჩვენი ვარჯიში გუნდური.
ბაგირზე ვცოცავთ ორივე,
უზში ვხტებით თავურით,
ვთამაშობთ ფეხბურთს, კალათბურთს
სტვენით და აურზარით.
როდესაც სახლში ვბრუნდებით
ვტრაბახობთ მორიგებით:
უბნის გოგოებს დამცველად
მარტო ჩვენ ორნიც ვეყოფით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბებოს და ბაბუს ჯვრისწერაბებიამ და ბაბუამ გადაწყვიტეს ჯვრისწერა,- ბებო კაბას ყიდულობს, ბაბუ- ჩოხას იკერავს. მხიარულობს ოჯახი, მოვრ...ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...გასაფერადებელი ლექსიშინდი _ შინდსფერია, ზღვაა _ ლაჟვარდისფერი, ბალახს მწვანე ფერი აქვს, ცის ფერია - ცისფერი. სამყაროში თავისი...პრანჭია ანოროცა დედა გადის გარეთ ერთ ჯადოსნურს ვაღებ კარებს, მის ოთახში ვიპარები და სარკის წინ ვიპრანჭები: ვდგები მა...ტყის მეგობარიტყის ქომაგი გამოვა უსათუოდ კახუნა, უყვარს სოფლად ყოფნა და იცის ფლორა-ფაუნა. ამას წინათ, ჩვენს ტყეში ბავშვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026