kids.ge logo

„მკურნალები“

ფავორიტებში დამატება

მე და ჩემი ძამიკო
როცა ვსტუმრობთ ბებიას,-
ბაბუს ასე გასძახებს:
ქიმები გვეწვია!
სიც უცებ მხარს უბამს,
მკურნალები მოვიდნენ?
ბა, კარგად გავხდებით,
მაშინ აღარ მოვიწყენთ!
მერე დიდხანს ვხალისობთ
ბავშვები და დიდები,
ვაშოშმინებთ დედიკოს,-
არ ვართ გადაღლილები.
ბებო გახარებული
ირგვლივ ყველას არწმუნებს:
თავი უკვე არ მტკივა,
წნევაც კი არ მაწუხებს.
ბაბუს აღარ სჭირდება
ვალიდოლი გულისთვის,-
ამბობს: აღარც კი მახსოვს
ჩემი რადიკულიტი.
ბოლოს მათი ნათქვამი
ლამის ჩვენც დავიჯერეთ,-
სე თუ გავაგრძელებთ,
დავავიწყებთ სიბერეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პრანჭია ანოროცა დედა გადის გარეთ ერთ ჯადოსნურს ვაღებ კარებს, მის ოთახში ვიპარები და სარკის წინ ვიპრანჭები: ვდგები მა...ტყის მეგობარიტყის ქომაგი გამოვა უსათუოდ კახუნა, უყვარს სოფლად ყოფნა და იცის ფლორა-ფაუნა. ამას წინათ, ჩვენს ტყეში ბავშვ...გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ...ჩურჩხელაგემრიელი ნუგბარია, ჩვენში უყვარს თითქმის ყველას. ჭკუას გმატებს, ძალას შეგძენს ნიგვზიანი ეს ჩურჩხელა. თევზ...ინტერნეტ-გმირითხუთმეტ ნინძას ნიღბიანს ვეომები დილიდან, თაგვს რომ დავაწკაუნებ, ჩემს ჭკუაზე ვახტუნებ. ახალ ეტაპს დავიწყებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026