kids.ge logo

ლ - აკლაკი

ფავორიტებში დამატება

„ქალაქობანას“ თამაშობს
ლაკლაკის მთელი ოჯახი.
ჩამორიგეს ფურცლები,
კალამიც ყველამ მონახა.

ქალაქი „ლ“-ზე ლონდონი,
ლვოვი და ლაგოდეხია,
მდინარეც მრავალი არის:
ლაკბე, ლასილი, ლეხია.

როცა ჩიტებზე მივიდნენ,
თხივემ ბევრი იღონა,
„ლ“-ზე ვერცერთმა ლაკლაკმა
სხვა ჩიტი ვერ მოგონა.

ვიცი, რომ გიყვართ ბუნება,
წიგნის კითხვას ხართ ნაჩვევი,
იქნება თქვენ დაეხმაროთ,
ანბანის ჩიტებს, ბავშვებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ო - რბიმთაზე ორად გაპობილი მოსჩანს თეთრი ლოდი, იმ ლოდიდან დაბლობისკენ მოქრის ორი ორბი. ყელზე თეთრი საყელო აქვთ, ...ტ - უკანიტყუპ ძმებს - ტატოს და ტარიელს რადგან ჩიტები უყვარდათ, მამიკომ ამერიკიდან ტუკანი ჩამოუყვანა. ასეთი ჩიტი უბ...უ - ფეხურაუფეხურას უყვარს ტყეში შენიღბულად ცხოვრება, სასაცილო ფრინველია, დიდთავა, დიდთვალება. უფრო მურა ფერისაა და ...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...კ - ოდალააკაკუნებს კოდალა, კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა... ის ტყის სანიტარია, დროს ტყუილად არ კარგავს: - ქალბატონო ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026