kids.ge logo

საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი

ფავორიტებში დამატება
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები
მოდიოდნენ, რომ გაღოთ საქართველოს კარები,
მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები,
და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.

სე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაა წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, —
საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.

ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით,
მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები,
ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის,
ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, —
საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.

სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა,
ვაჟკაცურად მიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ —
სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან,
საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შარების ძახილით
მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, —
საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.

შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები,
აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დამედებით:
თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები,
ხელმერედ ნუ გენახოთ საქართველოს ედემი!
სე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი,
გმირი თინა წავკისელი და მაა წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი,
საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი,
საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
1939

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ლადო ასათიანის სხვა ლექსები:

ბაბუაჩემი
ის, მისი დღე და წუთისოფელი,
როცა სწყუროდა, სულ ღვინოს სვამდა,...
ლალის მამალი
ლალის მამალს ვინ არ იცნობს -
დადის, როგორც ბედაური,...
ასპინძა
1
...
აბასთუმანი
ბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემოანათა....
ანდერძი
იყავი მუდამ ასე წარმტაცი,
არ შეარცხვინო შენი მანდილი,...
„ბეჰემოთი“
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ურიგაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ პოზიტიური აზროვნება

დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს პოზიტიური აზროვნება, რომელიც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ოჯახის წევრებზე, ლექსები სამშობლოზე, ლექსები ხეებზე და ლექსები სიმართლეზე

ვაჟა–ფშაველა
მთამ სრულიად სხვა სთქვა

ვაჟა–ფშაველა

მთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ,
როგორაც შენა გგონია....
ილია ჭავჭავაძე
ბაზალეთის ტბა

ილია ჭავჭავაძე

ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო, ...
ლილი ნუცუბიძე
დედა და პოეტი

ლილი ნუცუბიძე

მე ვიცი, ჩემში ორი ქალია _
ერთი ლექსებს წერს, მეორე არა....
ლილი ნუცუბიძე
საქართველოს ღირსი

ლილი ნუცუბიძე

დედოფალი შუშანიკ,
ჩუმი ლოცვა მისი,...
ვაჟა–ფშაველა
ადგილო კურუმ-კურუმო

ვაჟა–ფშაველა

ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ოჯახის წევრებზე, ლექსები სამშობლოზე, ლექსები ხეებზე და ლექსები სიმართლეზე

ნესტან კუპრავა
ფოთლები

ნესტან კუპრავა

ქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,-
ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი,...
ლუარა ჭანტურია
ხეები

ლუარა ჭანტურია

ხეები როგორ მოხრილან
ფესვი უხმებათ ალბათ,...
ნესტან კუპრავა
ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი

ნესტან კუპრავა

-რასა აქვს კედლები მტკიცე,
კარი, ფანჯარა, კიბე?...
ნოდარ დუმბაძე
ექიმი

ნოდარ დუმბაძე

მოვიდა და გაგვსინჯა
ერთად მე და ბებია,...
მანანა ქურდაძე
მზრუნველი ნუცა

მანანა ქურდაძე

დღეს პირველად მიჰყავთ ნუცა
დილით ადრე სკოლაში,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ოჯახის წევრებზე, ლექსები სამშობლოზე, ლექსები ხეებზე და ლექსები სიმართლეზე

ინგა ქორდელი
მარიამი

ინგა ქორდელი

ჩემი შვილი მარიამი
უჩვეულოდ ცელქი არის,...
მანანა ტონია
ბაქია მამლაყინწა

მანანა ტონია

მოდის ჩვენი მეზღაპრე,
ჩუმად მოიპარა,...
ბესიკი
ირაკლი მეფის ქება

ბესიკი

ღმერთო! მოეც დიდი დღე,
მტერზე განაძლიერე, ...
დავით მაჩაბელი
ვარდი

დავით მაჩაბელი

ერთსა კუთხეს, წალკოტს, ტურფა ნერგი, კორტზედ დანერგული,
ნაკადულის წინა შტონი, ერთად ბუჩქად აღმოსული,...
დავით მაჩაბელი
პირველი მაისი

დავით მაჩაბელი

ჩემო პირველო მაისო,
გულს ვარდმან სხივი დაისო!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026