kids.ge logo

მალე ფერგადაშლილი

ფავორიტებში დამატება
მალე ფერგადაშლილი,
ამწვანდება ტყე-ველი,
გაიშლება ყვავილი,
სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,
მთის მწვერვალი, ტყის პირი,
და დაივლის ნარნარი
გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,
წამიღებს სიმთა ჟღერა;
ნისლით გამოერკვევა
ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს
ჰანგი თავისებური,
მკაცრი - მაგრამ ლამაზი,
ნაზი - მაგრამ ველური.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ ნაღველს არ ერევა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განაცალკევა.

როდი მიყვარს, გულისთქმა
თუ გულმავე არ ჰპოვა,
თას ხმაში ჩემი ხმა
ამ ხმამ განამარტოვა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვერხვებიყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად, ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი აშრიალდება უ...მწოლარეიყო ის მწუხარება - ბალახებში მწოლარე და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული, მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარ...ის წაიყვანა ოცნებამ მისმაის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. ...იერიიყო დილა მშვენიერი დილა ფერადი, მაგრამ უცებ წამოვიდა ცაიერადი. ასე იყო შენი დილაც ბედისწერამდი. სანამ ყოფ...ჰიმნი ქართულ ანბანსშენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ, არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად, არამედ მზით ამოენთე ბრწყინვად - ოცდაექვს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026