kids.ge logo

დროშები ჩქარა

ფავორიტებში დამატება
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!

დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!

დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...წამყე ბეთანიისაკენ!წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო. გზაზე, სადაც ცაცხვებია დ...ცამეტი წლის ხარცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვი...ეს მძინარე მთა და ველიმწუხარებავ, როგორც გველი, ხშირად გულში გამიარ, ეს მძინარე მთა და ველი იყოს მრავალჟამიერ! შენ, მეღვინე, ღვ...ქარი მოგონებათააგვისტო. თბილი სამხრეთის ქარი შენს ლაჟვარდოვან მანდილში ჰქროდა; ისმოდა შორი „რაშო-და შოდა და კრიალე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026