kids.ge logo

მგზავრის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
რამდენ მდინარეს არბევს
ეს დატეხილი მთები,
დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები.

სუნთქვა მაღლიდან მორბის,
როგორც ქარული რაში,
და ბუდები ორბის
მიჯგუფებულა მთაში.

უძველესი ციხის
ჩანს ნანგრევები შორი,
ჩქარი მდინარის რიყეს
რგოლებს აზომებს ქორი.

დგება საღამო ჟამი,
მთებს ეპარება რული,
ჩქარა დაეშვი, ღამევ,
და დამიმშვიდე გული.

ჩქარა დაეშვი, ბინდო,
ფიქრი მომეცი წმინდა,
ვისაც ვენდე და მინდო,
კვლავ მომაგონდეს, მინდა.

მინდა ახალი გზები,
მინდა ახალი რამე,
გაბრწყინვებული მთები,
განათებული ღამე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქებათა ქება ნიკორწმინდასმაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც აა...გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026