kids.ge logo

ქუჩა

ფავორიტებში დამატება
ქუჩა პოტად დარჩა
ოცდათიან წლებისა,
გაცვეთილი აქვს ლანჩა,
დარჩა კანი და ძვლები
ცისარტყელების რიგი
ზამთრით ახარებს ნელი.

ო, შეშლილია იგი,
თუ - წინასწარის მთქმელი?
უგზობაზე ჩივილს
ისმენს ოცნება მწირი,
და ისევ უცნობ ტკივილს
გრძნობს უდრობის გმირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ის მიდიოდა ქუჩაში ერთიის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრის...ისევ მესხის გამოხედვაშენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა. ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ომთა გრგვინ...ეს მშობლიური ქარიაI შავმა ნისლმა დანისლა მთები დაღესტანისა, აიმართნენ კოშკები ცისა და ნესტანისა. გახსოვს? ტოტი ქარისა აქანე...შენი სადღეგრძელოკაფეში სევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდავიდარდო ასეც და ისეც, აქაც და ი...დროშები ჩქარაგათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა... დროშები ჩქარა! თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026