kids.ge logo

ქართული ორნამენტი

ფავორიტებში დამატება
მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობირია ზმანება,
ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახოვანება!

ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.

ველური, მონათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად - დაქანდაკება.

ქვა - განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი,
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, როგორც კორიანტელი.

ქვა, მოწყვეტილი აქ კლდეებს,
ქვა კი არ არის - სიმია.
გარდასულ საკუნეებს
ტყვი: ეს თქვენი ღიმია.

აქ ბევრი სისხლი დაღვარეს.
მებრძოლი, ბევრჯერ მინახავს,
ჩუქურთმის ნატეხს საყვარელს
მის დროს უბით ინახავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ გვიანდებიშენ გვიანდები, სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს,დაუშვეს აფრა და ჩაჰყურებენ მძინარე მაპირს კრეისერების მძიმე...მწუხარება შენზემე გარს მეხვევა მუდამ, იგივე შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს სად დავემალო, ...ის მიდიოდა ქუჩაში ერთიის მიდიოდა ქუჩაში ერთი, მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი; მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი, მისთვის არ იყო ქრის...მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...მცხეთიდანსვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა, მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება. ვინ ააშენა იმ სიმაღლე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026