kids.ge logo

ლარიქს სიბირიკა

ფავორიტებში დამატება
(larix sibirica) ციმბირის ნაძვი
ფიქრს დღე და მოსწრება რად გადავალიე?
ლენა, ენისეი, ზაბაკალიე...
აწ ჩემი ოცნება და ჩემი ლირიკა
ბოლი ნაძვია - ლარიქს სიბირიკა.

სხვა იტყვის: სად ჩვენი ქართველი პოტი,
სად მზე კოლხიდისა და სად ჩრდილოთი!
განდევნა მიწამა, ცამ ვერ შერიგა
მაღალტანოვანი ლარიქს სიბირიკა.

ნეგის სიშორე, ურალის ქარ-თოვლი,
ყოფნა ლარიქსისა ცივი, მარტოლი.
დღები სითბოსი ვერვინ დარიგა
და აღარც შენ გერგო, ლარიქს სიბირიკა

ყო დაკარგული - წიაღს რაც ებადა,
ადგილს კატორღათ და გადასახლებათა.
დიდი გარდატეხის ზარი დარეკა
და შენც მოგესმა ის, ლარიქს სიბირიკა!

აწ ვით უსაზღვროა სივრცე შენს გარშემო.
ტყვი: გაიღვიძა მხარემ მძინარემო -
ვითარ დიდია იმ გზათ, იმ არეთა
მძლავრი ენერგია წყალუხვ მდინარეთა

გერ მონადირე მოდის, ვით წველი,
და მას ათასფერი მოაქვს ბეწველი.
თოვლი, როგორც მტვერი, ისე დარეკა
შენმა განრტობამ, ლარიქს სიბირიკა!

ზღაპრულ სიმდიდრეთა დროა მოგროვების,
რაცხელია ოქრო - ოქროების,
შემჭიდრობულთა არა აქა-იქა
გადაჭიმულია ტუნდრა და ტაგა.

მიწას ციმბირისას ტყეთა ამალებით
მისდევს თვალუწვდენი, ვრცელი ტრამალები
რაც კი ფაბრიკების დიდი მილებია,
დიდი ქარხნების ხმას შეხმატკბილებია.

ყინვა გადავიდა, ნისლი გარეკა -
მაისს გამარჯოს, ლარიქს სიბირიკა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გრიგალია სიახლისფანჯარას ტოტებს მიახლის, მთვარეს მიართმევს ზიანებს, ეს გრიგალია სისხლის, მზე რომ არ დააგვიანებს. მე სიხარ...ირაკლი, მომგები ასი ომისყოველი მხრიდან ჰბერავდა ქარი, მაგრამ ქართველი ქედს არ იხდიდა, ოდეს სამშობლოს გარს ერტყა ჯარი ყოველი მხრიდ...რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - რომე...მთაწმინდის მთვარეჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდ...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026