kids.ge logo

ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედ

ფავორიტებში დამატება
შენს წმინ−და საფ−ლავს,
გუ−ლის მო−საკ−ლავს,
დავ−ყუ−რებ, გმი−რო, სულ−გა−ნა−ბუ−ლი;
შენ−გან ქე−ბუ−ლი,
და−ვი−წყე−ბუ−ლი
დღეს მა−გონ−დე−ბა ჩვე−ნი წარ−სუ−ლი!

თვალც−რემ−ლი−ან−სა,
გულ−სევ−დი−ან−სა
ე−ნა მებ−მე−ბა, ვერ−რის ვარ მთქმე−ლი,
და ან-კი რა ვსთქვა?
გულ−ზედ მა−დევს ქვა
მე−ცა შენ−სა−ვით, გუ−ლის დამწ−ვე−ლი.

ეს არ-სანატრო,
უ−კუღ−მარ−თი დრო
სი−ცო−ცხლით−ვე გვკლავს, გვე−დე−ბა ბნე−ლი,
არ−ცა გვაქვს ძა−ლი
და არც წა−მა−ლი...
სად ა−რის მხსნე−ლი, რომ მოგვ−ცეს ხე−ლი?!

ტკბი−ლო პო−ე−ტო,
ნათ−ლი−სა სვე−ტო!
შენ არ დაგწ−ვი−ა ჩვენ−სა−ვით გუ−ლი,
რომ ჩვე−ნი ე−რი,
დღეს სხვის ფეხთ მტვე−რი,
შენ არ გი−ნა−ხავს ა−სე ჩაგ−რუ−ლი!

თო−რემ სხვაგ−ვა−რად
მწა−რედ და მა−რად
ეგ შე−ნი გუ−ლიც ი−წყებ−და ძგე−რას...
და შენც ჩვენ−სა−ვით
სი−ტყვე−ბით ა−ვით
გეს−ლით და ნაღვ−ლით ი−წყებ−დი მღე−რას.

და მა−შინ შენს გულს,
ჩვენთ−ვის აღგზ−ნე−ბულს,
სხვა ფასს დას−დებ−და უ−მე−ტე−სო−ბა,
და ის ი−სა−რი,
სას−ტი−კად მწა−რი,
შენც მოგხვ−დე−ბო−და, ჩვენ რომ გვე−სო−ბა...

და მად−ლო−ბა ღმერთს,
რომ გერ−გო შენ ერთს
სი−ცო−ცხლი−თა−ვე სა−ფა−სო სრუ−ლი:
ძა−ლი, დი−დე−ბა,
პა−ტი−ვი, ქე−ბა
და ქართ−ველ−თა−გან მზა სიყ−ვა−რუ−ლი!..

მმღე−რა−ლო ტკბი−ლო,
მა−მუ−ლისშ−ვი−ლო,
ა−მაღ−ლე−ბუ−ლო სუ−ლით ზე−ცამ−დე!
ი−ყავ კურ−თხე−ულ,
არ-დავიწყებულ
ამიე−რიდან უ−კუ−ნი−სამ−დე!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...სიზმარიერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, - ქართველ ქალთა ვნახე კრება; გეფიცებით, მისი ნახვა ახლაც ისევ მენატრება! ტახ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026