kids.ge logo

გოდება

ფავორიტებში დამატება
გულო, გლახ-გულო, დაგულო!
რად ერთ წერტილზე ჩერდები?
როგორც სხელი, შენც ისე
არ სჭკნები?... არა ჰბერდები?

რატომ არ ჰკარგავ შენც ხორცთან
გრძნობის ძალსა და ღონესა?
და რათ აცდუნებ მოხუცსა,
ჭაბუკად თავის მგონესა?

წყელიმც იყოს აწ ჩემიც
უდროვო გრძნობა-გონება!...
ადრე სხვის დამმონებელსა,
დღეს სხვისი მინდა მონება!

მაგრამ მონადაც, გულგრილსა,
ღარ უნდებვარ... აღარა!
ზიზღს ჰგვრის... აშინებს ეს ჩემი
თვალში საჩხირო ჭაღარა!

თანაგრძნობოდ ვიდაგვი,
ცეცხლის ოხვრითა მკვნესარი!
ვაი, რა ცეცხლში ჩავვარდი!
რაღა დროს ჩემი ეს არი?!

გამწირა!... იმან გამწირა,
ვისაც შევსწირე ყოველი!
სიცოცხლე მიჩანს სიკვდილად,
სიკვდილს სიცოცხლედ მოველი!

ქვეყნის მკურნალნიც შემოკრბენ,
ვეღარ მარგებენ რამესა:
დღეს სისხლის ცრემლით ვაღამებ,
ოხვრით ვათენებ ღამესა!

ის, ჩემი ტანჯვით დამტკბარი,
ეძლევა ნეტარებასა!
დასცინის გრძნობა-გონებას
ჩემსას და აღსარებასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...ყმაწვილი და პეპელაჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა... მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა... ალერსით უთხრა: „პეპელა, თ...ძირსძირს, მთავრობავ, უსამართლო! ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, - ყოველი მხრივ გეძახიან: “ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირს...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026