kids.ge logo

გორი

ფავორიტებში დამატება

გორო, ქართლის შუგულო
მეთარო ქართლისაო,
ადრე ღირსად წამებულო,
დღესაც მთქმელო მართლისაო!

ძირს გორის-ჯვარი დაგყურებს,
მაღლით თვალი უფლისაო,
ერთგულო და სამედო
წილხვედრის ღვთისმშობლისაო!

ძველად მისთვის სისხლის მღვრელო.
დღეს ცრემლის და ოფლისაო;
ტყვის დამხსნელად მონამზადო,
სამედოვ ობლისაო!

გამხნევდი, გაგვილომგულდი,
მუხლი მობი მგლისაო,
გაჰკაფე, გადარე
გრძელი გზა მომავლისაო.

დასთესე თესლი კეთილი,
შესარგო მამულისაო,
და ნახავ ნამგლის ტრიალსა
“ჰოპუნით” მომკელისაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანამ ვიყავ ახალგაზრდასანამ ვიყავ ახალგაზრდა და სიამით ძგერდა გული, ვნატრობდი და არ მეღირსა ბედუკუღმართს სიყვარული. როს დავბერდ...პოეტიხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა. ნუ მკ...გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...ქართველი ქალირაღა გითხრა მე საბრალომ შენ, შვილების დამკარგავსო!” ქალმა უთხრა: “სუ!.. არ გკითხავ! ჯერ მითხარი შენ ესაო:...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026