kids.ge logo

საქართველოს ღირსი

ფავორიტებში დამატება
დედოფალი შუშანიკ,
ჩუმი ლოცვა მისი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დედის უბეკალთიდან
აფრენილი ნისლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

დავითი და ერეკლე
და დიდგორის ფიცი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

მეფეთ მეფე თამარი
და ზარები ცისკრის,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

კრწანისთან და შამქორთან
დანთხელი სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

თას ერთი ტკივილი,
მოწოლილი დარდი
საკუთარი ხელებით
დაგებული ფანდი,

ვიდრე მკერდში გული
და ძარღვებში სისხლი,
ქართველებო, იყავით
საქართველოს ღირსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფიფქის სიმღერამე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი პატარა, ქარმა ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ მატარა, მოვფრინავდი, შენსკენ მოვიჩქაროდი ...ზამთარიხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს, ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად, ქარში ვდგავარ, ისე გავითოშე, სატრფოსავით ჩავე...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...ვიდრე დედა გყავსზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, ვიდრე დედა გ...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026