kids.ge logo

წყალი არ ყველა წყალია

ფავორიტებში დამატება
გუ−ბევ, გუ−ბევ, შე საბ−რა−ლო,
ზარ−მა−ცო და სა−ლა−ხა−ნავ,
არ მოგ−წყინ−და სულ ძი−ლი და
ერთ ად−გილ−ზე ყოფ−ნა გა−ნა?
ბა−ყა−ყე−ბის ორ−კესტრს უს−მენ,
ჩა−იქ−ნი−ე უკ−ვე ხე−ლი,
სი−კე−თეს და კარგ ცხოვ−რე−ბას,
მუქ−თა−ხო−რავ ნუ−ღარ ე−ლი.
კარგ ცხოვ−რე−ბას და კე−თილ დღეს,
ი−ცო−დე, რომ უნ−და შრო−მა,
შრო−მასა კი სი−ხა−ლი−სე,
მოძრაობა,სწრაფად სრბო−ლა.
გად−მო−ხეთ−ქე კა−ლა−პო−ტი,
გა−იღ−ვი−ძე, გა−ინ−ძე−რი,
თავს ბუშ−ტე−ბი მოგდ−გო−მი−ა,
დაგ−დე−ბი−ა მწვა−ნე ფე−რი.
ყვე−ლას სძულ−ხარ უ−მოქ−მე−დო,
გვერდს გივ−ლი−ან დი−დი ზი−ზღით,
ა−ბა შე−ხე ამ ჩვენს რი−ონს,
რას გრი−ა−ლებს, რო−გორ მიჰქ−რის?
ერ−თი ცი−და ნა−კა−დუ−ლად,
მო−ევ−ლი−ნა ამ ქვე−ყა−ნას,
და−ვაჟ−კაც−და ტყეში,ღრეში,
მობრ−დღვენს მედგრად-ტბორავს ჭა−ლას.
ჯე−ბი−რე−ბი და−ამტვ−რი−ა,
გა−და−ლე−წა, გად−მო−ლე−წა,
უ−დი−დე−სი მონ−დო−მე−ბით,
ქა−ლა−ქე−ბი გა−მო−ძერ−წა.
მიგრი−ა−ლებს და ხმა−უ−რობს,
ბუ−ნე−ბა−მაც და−ა−ნათ−ლა,
მის−მა ძა−ლამ, ე−ნერ−გი−ამ,
ქა−ლა−ქე−ბი გა−ა−ნა−თა.
ბო−ლოს დაღლილ-დაქანცულმა,
როს მო−ი−გო დი−დი ბრძო−ლა,
კმა−ყო−ფილ−მა გა−ი−ვა−კა,
და შე−წყვი−ტა სწრა−ფი სრბო−ლა,
და დაჭ−რი−ლი მხე−ცის მსგავ−სად,
ბო−ლო ღა−მე გა−ი−თე−ნა,
და−ი−ცა−ლა მდა−რე სისხ−ლად,
და დიდ ზღვა−ში ჩა−ეს−ვე−ნა.
შენ კი გძი−ნავს, არ გრ−ცხვე−ნი−ა?
მრა−ვალ მწერ−თა გახ−დი ბუ−დე,
წვი−მას ე−ლი აგ−ვის−ტო−ში,
რომ არ დაშ−რე ცოდ−ვილ გუ−ბევ.
შენც ხომ ამ ცის ნა−ჟუ−რი ხარ,
ირგვ−ლივ მთაც გაქვს და ბა−რი−ცა,
ზო−გი წყა−ლიც კი ფუ−ჭი−ა,
წყა−ლიც ა−რის და წყა−ლიცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...ბადი ბელიგალიაში ცხოვრობს მარტოდ, პაწაწინა დათვის ბელი, მოიყვანეს ტყიდან იგი, გაყინული, - სულ მთლად სველი, თოვლმა ...უნიჭო მუსიკოსებიმეზღაპრემ სთქვა, - ვიგვიანებ, ფეხით მოვვლე მთა-ბარიო, ბავშვებს უნდა მოვუტანო, სასაცილო ზღაპარიო. ჰოდა უკვ...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...შემოდგომის ბარაქამრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან, ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან, ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026