ერთხელ დასურათებული წიგნები გვაჩუქეს. მაგიდაზე დალაგებულ წიგნებს შორის არჩევანი პირველად სოფომ გააკეთა და ის წიგნი აიღო, რომელსაც მხიარული და ფერადი გარეკანი ჰქონდა, მე კი მეორე წიგნი მერგო, რომლის გარეკანზეც ეწერა, რომ მისი ავტორი სამუილ მარშაკია და შიგ საყმაწვილო იგავ-არაკები წერია.
დავინტერესდი, დაგავფურცლე და ამოვიკითხე;
„საახალწლოდ, სადიდკაცოდ
ლავაშების გარდა,
დედაბერმა გამოაცხო ადლიანი ქადა“.
სარკის წინ ვიჯექი, გვერდით სოფო მედგა. ახლაც მახსოვს ჩემი პატარა დის სახის გამომეტყველება, ოდნავღიმილიანი ბაგეები და მოციმციმე თვალები, რომლებიც თითქოს მეუბნებოდნენ: გააგრძელე კითხვა, რა მოხდა მერე!
ისევ წიგნის იმ გვერდს დავხედე, რომელზეც მოხუცისა და ქადების ამბავი ამოვიკითხე, მაგრამ ჩემი ყურადღება ახლა ილუსტრაციამ მიიქცია. აქ მხატვარს უშველებელი მაგიდა დაედგა, რომელზეც ცომის გუნდები იყო გაშლილი. მაგიდასთან კი თავწაკრული ფუმფულა ბებო იდგა, რომელსაც ხელში ცომის გასაბრტყელებელი ეჭირა და უკმაყოფილო ჩანდა.
ნეტავ, რაზე ბრაზობს?-გავიფიქრე და კითხვა გავაგრძელე.
„კარზე იდგა შემოდგომა,
ზუზუნებდა ქარი,
ადე, კარი დახურეო,
საწოლიდან გასძახოდა ცოლს უქნარა ქმარი“.
სოფო უფრო ახლოს მოვიდა და თვითონაც ჩარგო თავი წიგნში.
-ბებო ქადებს აცხობს, ბაბუა წევს, რა მოხდება, რომ ადგეს და კარი დახუროს?-მკითხა მან.
-იქნებ ადეს კიდეც, მოდი წავიკითხოთ და გავიგებთ-ვუთხარი მე.
-კარგი, აბა, წაიკითხე!-დამაჩქარა სოფომ.
ბებომ თავის მოხუც ქმარს გასძახა:
„არ გამოვალ, არ დავხურავ კარსო,
მე ისედაც თავსაყრელი საზრუნავი მაქვსო“.
კითხვა შევწყვიტე და ჩავფიქრდი. მართალია ბებო (გავიფიქრე ჩემთვის), სოფომ კი, თითქოს გაიგონაო, კვერი დამიკრა. ეს ბაბუა როგორი ზარმაცი ყოფილა, ხომ არის ღირსი, რომ ბებომ ქადები აღარ გამოუცხოს?!
ამასობაში 1-ლი გვარდის კითხვა ჩავამთავრე და ფურცელი გადავშალე. მომდევნო გვერდზე საშიში ილუსტრაცია იყო. მხატვარს აივანი დაეხატა, საიდანაც სახლში 2 შავნიღბიანი კაცი ძვრებოდა. მივხვდი, რას ამოვიკითხავდი ამ გვერდზე და საჩვენებელი თითი პირველი სტროფის პირველ ტაეპს დავადე. აქ წავიკითხე, რომ მოხუცებს სანაძლეო დაუდიათ:
„ვინც პირველი იტყვის სიტყვას, ის დახურავს კარსო“.
კარი ღიაა. გარეთ წვიმს და ქარი ქრის. როგორ გინდა, დაეხმარო მოხუცებს, რომლებმაც თურმე არ იციან ჯიუტი თხების ამბავი...
აშლილი ფიქრებისაგან სოფოს კითხვამ გამომიხსნა.
-ესენი ვინ არიან? რა უცნაურად გამოწყობილი სტუმრები ეწვივნენ მოხუცებს!-აღფრთოვანდა სოფო.
-ესენი? ჩემი აზრით ქურდები არიან-განვუმარტე მე და კითხვა გავაგრძელე. ამ გვერდზე შევიტყვეთ, რომ „აივნიდან სახლში გადავიდა 2 ქურდი. მოხუც ცოლ-ქმარს რაც გააჩნდათ ხურჯინში ჩაყარეს, ქადებიც გადასანსლეს და წავიდნენ, მაგრამ წასვლამდე თქვეს: რა უგემური ქადები იყოო, რაზეც ბებო გაბრაზდა და მიაძახა: პირში გემო არ გქონიათო. ბებოს რეპლიკას ბაბუას აღფრთოვანებული შეძახილი მოჰყვა: „სანაძლეო წააგეო!“
ბებომ, რადგან სანაძლეო წააგო, კარი დახურა. სახლში ქარი აღარ ქროდა, ოდნავ დათბა კიდეც...
ხასიათი წამიხდა. ქურდებისთვის აცხო ბებომ ქადები?! -ვფიქრობდი ჩემთვის. სოფო კი იდგა ჩემ გვერდით, დაჰყურებდა ილუსტრაციას (შავნიღბიანი კაცები რომ აივანზე ძვრებოდნენ) და დუმდა.
ზაფხული იყო. გარეთ არც წვიმდა, არც ქარი ქროდა, მაგრამ სოფომ მითხრა: წავალ, კარს დავხურავ, მერე კი ჩემი წიგნი დავათვალიეროთ!
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა აქტივობებისთვის რეჟიმის დაწესება, იქნება ეს თამაში, კვება, საჭმელი, ძილი თუ სხვ. ის არა მხოლოდ ასწავლის დისციპლინას, არამედ დაგეხმარებათ საკუთარი დროის ეფექტურად მართვაში. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ თქვენი შვილის კუდში დევნა ყოველწამს.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო