kids.ge logo

ტყუპი ყვავილები

ფავორიტებში დამატება

ერთხელ, გაზაფხულზე, ერთ მარადმწვანე ბუჩქის ძირას ამოვიდა ორი ყვავილი - ია და ენძელა. ერთს ლურჯი ყვავილი ჰქონდა, მეორეს - თეთრი და მაინც ეს ონავარი ბუჩქი ტყუპებს ეძახდა: -ჰეი, ტყუპებო, აბა როგორია ამ სიცივეში გარეთ ყოფნა, ხომ არ გადმოვიხარო და გაგათბოთო?

- ტყუპი არ ვართ, სრულიად განსხვავებული ყვავილები ვართ, წადი, მხედველობა შეიმოწმეო! - ეტყოდნენ ია და ენძელა და თან სიცილისგან იგუდებოდნენ, რა სულელია ეს ბუჩქიო. ბუჩქი კი სულაც არ იყო სულელი, არც მხედველობა აკლდა, უბრალოდ გასართობი შემოლეოდა და როგორც შეეძლო ისე იყოლიებდა საუბარში ახალ მეზობლებს.

- რანაირად არ ხართ ტყუპები, ლაპარაკითაც ერთ ხმაში ლაპარაკობთ! - იცინოდა ბუჩქი და მოკლე ფოთლებს აშრიალებდა.

- არ ვართ, არ ვართ! - მართლაც ერთ ხმაში იძახდნენ ყვავილები და სიცილისგან იგუდებოდნენ. რა სამწუხაროა, რომ ეს მხიარულება მალე დასრულდა. ერთხელ ძაღლმა ჩამოირბინა, იქვე მიწა ამოჩიჩქნა, ძვალი ჩაფლა და ზემოდან ისევ მიწა მიაყარა. დიდი ძაღლი იყო, ცოტა ძლიერად მოუვიდა თათების მოქნევა და იის ფოთლები პატარა ბელტებით დაფარა. იას შიშისგან გული წაუვიდა. ენძელა შეეცადა თავისი ფოთლები შეეცურებინა და ისე გადაეყარა მიწა იის ტანიდან. მძიმე იყო! ბუჩქმა ქვედა ტოტები დახარა და მთელი ძალით მიუსვ-მოუსვა მიწიან ადგილებს. არაფერი გამოვიდა! იას ყვავილი მოემჩვარა, ჭკნობისკენ წავიდა...

- ქარო, ქარო, მოქროლდი, სად ხარ?- დაიძახა უცებ ენძელამ. ნიავიც კი არ იძვროდა. ენძელამ  ძალა მოიკრიბა, ბუჩქი მიუხვდა განზრახვას და ერთად, ორ ხმაში ატეხეს ყვირილი: ქარო, მოქროლდი, სწრაფად მოქროლდი!..

სად იყო და სად არა, უცებ დაუბერა და რა დაუბერა. ქარმა ორ წუთში გადაყარა იის ფოთლებიდან მიწის პატარა ბელტები. იამ ამოისუნთქა, თვალები გაახილა. ირგვლივ ქარისგან მიმოფანტული ბუჩქის ფოთლები ეყარა. ფოთოლშეთხელებული ბუჩქი ქოშინით სუნთქავდა, თუმცა იას მაინც უღიმოდა და თან აბურდულ ტოტებს ისწორებდა, მაგრამ არსად ჩანდა ენძელა. ძლიერ ქარს შემთხვევით ამოეგლიჯა ერთი ბეწო თეთრი ყვავილი და სადღაც გაეტაცა. იას ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან და როცა ბუჩქმა ჰკითხა: სად არის შენი ტყუპისცალიო, აღარ გაუპროტესტებია, არ შეეძლო ეთქვა, რა ტყუპის ცალი, საიდან მოიტანეო, რადგან ახლა ცხადად გრძნობდა, რომ ვიღაც მნიშვნელოვანი დაკარგა, ტყუპივით ახლობელი და საკუთარივით საყვარელი. ია მიხვდა, რომ ყოველთვის შეგიძლია ტყუპისცალი დაარქვა იმასაც, ვისაც შეუძლია შენ გამო თავი გაწიროს და მერე რა, რომ თეთრი ყვავილი აქვს, განსხვავებული მოყვანილობა, სიგრძე და სიგანე.

ენძელას ადგილას დარჩენილი ღრმული, ყველაზე ცარიელი ადგილი იყო მთელს დედამიწაზე... ია ატირდა. სანამ ქარი მის ტირილს გაიგონებს, სანამ ენძელას უკან მოაფარფატებს და ეს ამბავი კეთილად დარულდება, ძაღლების პატრონებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგჯერ, პატარა ყვავილების შემჩნევა ძალიან რთულია. ამიტომ, სანამ ბუჩქებთან ძალიან ახლოს ჩაატარებთ თქვენს შინაურ ცხოველს, ჯერ მიმოიხედეთ, რომ ყვავილები არ დააზიანოთ, ზოგიერთი მათგანი ხომ ისედაც 1 თვე ხარობს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ამადეუსი

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დოოო... და პირიქით, დო, სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დოოო... პატარა ამადეუს მოცარტი ყოველდღე ვარჯიშობს, არ ეზარება, არ იღლება, უყვარს ...

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ვირუსის შემდეგ

ოდესღაც, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ჩინეთიდან მთელს სამყაროში საშინელი ვირუსი კოვიდ 19 გავრცელებულა და ბევრი ადამიანი დაუხოცავს. ბევრიც გამოჯანმრთელებულა. მათ ...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ცუდი ამინდი

ნაცრისფერი, ბობოქარი ტალღა ჯერ კენჭებს მთელი ძალით ეცემოდა და მერე თავისკენ მიათრევდა. ოთხდღიანი წვიმისგან შეღონებული ზღვა ბობოქრობდა. – გაუგონარი ამბავია, ცამ...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ მეგობრების პატივისცემა ონლაინ

ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს პატივისცემით მეგობრების მიმართ ონლაინ და არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი ენა.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026