kids.ge logo

რა ეწყინა დედა აქლემს?

ფავორიტებში დამატება

“მე წვრილი და მაღალი ფეხები მაქვს, თხელი ტანი, გრძელი კისერი და მშვენიერი წამწამები. მანერებიც დახვეწილი: ნელა, კულტურულად და იშვითად ვჭამ  ბალახეულს, ზოგიერთი ველური ცხოველივით სულ კი არ ვიცოხნები. საჭმელს ვაგროვებ და საჭიროების დროს ვიყენებ ხოლმე. მხოლოდ მის შესანახად მაქვს კუზი და ზოგიერთი თავხედი - „შე, კუზიანოს!“ რომ მეძახის, სულელია, სრულიად უცოდინარი და ბეცი, რადგან ვერ ხვდება, კუზი დეფექტი კი არა, ზურგჩანთასავითაა:  შეინახავ საკვებს და გაჭირვების დროს გამოიყენებ. მგონი, შურთ, იცი... თან ლამაზი ვარ, თან ნაზი და დინჯი, თანაც სანოვაგის ისეთი შესანახი ადგილი მაქვს, რომელსაც ვერავინ წამართმევს. ირგვლივ ყველა საჭმლის გამო ხოცავს ერთმანეთს ჩემ გარდა... ჩვენ, აქლემები, ძირითადად ბავშვების გამო თუ წავკინკლავდებით ხოლმე, შვილებს ორი წელი ვუვლით, ზოგიერთი ცხოველივით კი არ ვტოვებთ დაბადებისთანავე, მეტიც, ჩვენი შვილები ამ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ დედის რძით იკვებებიან. დახედე რა საყვარელია... “

აქლემის ფეხთან პატარა კოზაკი იყო ატუზული, დედასავით გრძელ წამწამებს აფახუნებდა და ჩემი დანახვით შეშინებულს გული გამალებით უცემდა. ალბათ იფიქრა, რომ დედას ვართმევდი, დიდხანს მომიწია აქლემთან ლაქლაქი და უყურადღებოდ დარჩენილმა კოზაკმა მოიწყინა. დედა აქლემი მიხვდა და თავით მანიშნა, რომ წავსულიყავი. მერე შვილს კისრით მიუალერს-მოუალერსა, წაეთამაშა და რძე შესთავაზა. ის კი არ დაიხარა და ბალახის ჭამა არ დაიწყო... ეს ჟესტი  აქლემებში იმას ნიშნავს, რომ კოზაკი უკვე დიდია და დამოუკიდებლად ცხოვრებას გეგმავს. დედა აფორიაქდა, დაიბნა...

- რას უნდა ნიშნავდეს რძეზე უარის თქმა, ნეტავ? რა, ასე მალე გაიზარდა?  - მკითხა მე და არ დამაცადა, თვითონვე დაიწყო პასუხების გაცემა: - ხომ არ ეწყინა უყურადღებოდ რომ დავტოვე? იქნებ დღევანდელმა ბალახმა რძეს გემო შეუცვლა და არ ესიამოვნა? იქნებ ავადაა?..- დედა აქლემი ქოთქოთებდა და ვერ ჩერდებოდა. 

- არა, უბრალოდ გაიზარდა შენი კოზაკი და მიგანიშნა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება სურს! - შევაწყვეტინე მე და ღიმილით გავხედე. დედა აქლემი  დადუმდა, დაპატარავდა, დაბლა დახარა გრძელი წამწამები და ჩუმად მკითხა:

- იცი, რამდენი დღე ატარებენ აქლემები მუცლით ბავშვებს?

- არა.

- დაახლოებით 400 დღე გრძელდება ჩვენი მაკეობა. ჰო, 400 დღე მუცლით და 750 დღე მუცელთან და ჰოპ, უცებ იხრება, ჭამს ბალახს და გაჩვევს იმ აზრს, რომ მიდის.

- კარგი, რა, ნუ ადრამატულებ. ყველა შვილი ასე იქცევა ოდესღაც. ადამიანებიც ასე ვართ სხვათა შორის.

- ჰო, თქვენი შვილებიც მიდიან, მაგრამ არა ორი წლის ასაკში.

- დედა, მე შენ არ მიგატოვებ! - ამოიდგა ხმა კოზაკმა. - აქვე ვიქნები, უბრალოდ ფეხებში აღარ გაგებლანდები, შენ გვერდით ვივლი სდასრულივით, თვითონ ვიზრუნებ ჭამაზე და თუ გემრიელ ბალახს გადავაწყდი, შენც გიწილადებ.- აქლემს თვალები გაუფართოვდა და გაკვირვებისაგან გაშეშდა.  არ ელოდა ამ ტექსტს. მანამდე ხომ ხმა არ ამოუღია კოზაკს. ვინ იფიქრებდა, ასე გამართულად თუ შეეძლო აზრების დალაგება... „უყურე შენ, მართლა გაზრდილა!“ - გაიფიქრა აქლემმა და შვილს თავზე გრძელი კისერი დაადო, რაც აქლემებისთვის ჩახუტებას ნიშნავს.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

თუ მზე ჩაქრება

- რას კითხულობ საბა? - შვილიშვილთან დიალოგის გაბმა სცადა ბაბუა ნიკომ, მის შორიახლო სკამზე ჩამოჯდა და ცნობისმოყვარე მზერით ჩააშტერდა საბას ცხვირწინ გადაშლილ წიგნ...

ამბავი თებერვალზე

სუსხიანი თებერვალი გულის სიღრმეში სულაც არ იყო ისეთი სუსხიანი და მოსაწყენი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თოვლ-ჭყაპით დაფარული და ცივი ქარებით გულშეწუხებული, რამ...

ლამაზი

ელენე მართლა ძალიან ლამაზი იყო. ტყუილად არ ეძახდნენ“სოფლის თვალს”. როცა ვინმე შეუძლოდ გახდებოდა, შეუშვებდნენ ავადმყოფის ოთახში ელენეს და ისიც მაშინვე გამოჯანმრთ...

მოგზაური კას ამბავი

ეს ამბავი ათასობით წლის წინ მოხდა, მაშინ, როდესაც ეგვიპტეს ფარაონები მართავდნენ. თუმცა ფარაონი რა მოსატანია, ერთ ეგვიპტელ, კალიგრაფ ბიჭს იმისთანა ამბავი გადახდა...

ვანო მიდის სამსახურში

ვანოს ხორცი არ ეყო, მაგრამ ძვლები ბოლომდე არ გახრა და თეფშზე ერთად მოაგროვა. აივანზე გავიდა და რძით ძუძუებდაბერილ ძუკნა ძაღლს პირდაპირ მეცხრე სართულიდან გადაუყა...

ბალიშის ჩახუტება

მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი... ლოგინში, რომელშიც დედა იწვა, ჯერ თეთრეული არ გამოცვლილა, ვარდისფერებია გადაკრული. მამა არავის აძლევს მასთა...

ფინჯანი ყავაც საკმარისია

გამარჯობა, მე ეკუნა ვარ. ათ დღეში 3 საათსა და 30 წუთში ხუთის გავხდები. დიახაც, სულყველაფერი ვიცი ჩემს შესახებ, დედამ მითხრა ოცი წუთიც რომ დაგეგვიანებინა 29 თებე...

ბაბუა, რომელიც ალტერნატიულ მუსიკას უსმენდა

რა უცნაურია, ბაბუაჩემს, ტრადიციების მოყვარულ კაცს, ალტერნატიული მუსიკის მოსმენა სიამოვნებს. ის 79 წლისაა. ასაკის შესაბამისად დაქვეითებული აქვს მხედეველობა, ცოტა...

ძმები

- იცი, თვალები ყველაზე სველი როდის არის?- როდის?- აი, ცრემლების შეკავებას რომ ცდილობენ, სანამ გადმოიღვრება, მანამდე...- ეგ იცი რა ცუდია? დედა ამბობს, პაპათქვენი...

ფანქარი და საშლელი

ფანქარი ხალისით ხატავდა ფურცელზე. საშლელი კი უშლიდა დახატულს. ფანქარი ჩხვლეტდა მას ბოროტი საქციელის გამო. არა, საშლელი სულაც არ იყო ბოროტი, ფანქრის გაბრაზება მო...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ დაეხმაროს სხვებს, როდესაც ისინი მოწყენილები არიან

ასწავლეთ ბავშვს, როგორ უნდა ანუგეშოს და დაეხმაროს სხვებს, როდესაც ისინი მოწყენილები ან განაწყენებულები არიან.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026