kids.ge logo

ანიმაციის წრე

ანიმაციის წრე kids.ge-ში

რა ისწავლება ანიმაციის წრეზე

ანიმაცია კინოხელოვნების ერთ-ერთი სახეა. ის 20-ე საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა, და მოიხსენებენ როგორც - მულტიპლიკაცია, ნახატი ფილმები და ა.შ.

  • მუტიპიკაცია - ლათინური სიტყვაა და გამრავლებას ნიშნავს          
  • ანიმაცია - სულის შთაბერვას, გაცოცხლებას.

ანიმაციაში მთავარი როლი მხატვარს ეკუთვნის, თუმცა ამასთან ერთად საჭიროა ჩაერთოს სხვა სფეროს წარმომადგენლები სხვა სფერო მაგ: სცენარისტი, მსახიობები, რომლებიც თქვენს საყვარელ პერსონაჟებს ახმოვანებენ, რეჟისორები, მონტაჟი, კომპოზიტორი კომპიუტერული ეფექტებებზე მომუშავე ადამიანები და სხვა.

რა ისწავლება ჩვენთან ანიმაციის წრეზე?

  1. ფანტაზიის განვითარება,  გადაწყვეტილებების მიღება
  2. თემატურად შერჩეული სიტყვების გამოყენებით, ამბების, ზღაპრების შექმნა, რაც ბავშვს დაეხმარება განავითაროს შემოქმედებითი უნარი,  გახდეს მეტად დაკვირვებული გარემოს და დეტალების მიმართ.
  3. ანიმაციური ფილმების შედევრებით დაინტერესება, მათი გაცნობის სურვილის გაძლიერება და შემდგომ განხილვა, რაც დაეხმარება ბავშვებს გემოვნების დახვეწაში და კარგისა და ცუდის გარჩევაში.
  4. ანიმაციისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა და გამოყენება.
  5. ანიმაციის სხვადასხვა გზებით გაკეთების უნარის განვითარება. მაგ: პლასტელინი, ამოჭრილი ქაღალდები, ჩვეულებრივი ნივთები, ნახატები.
  6. ანიმაციის ისტორია.

 

kids.ge-ს საკვირაო სკოლის, ანიმაციი ჯგუფის მონაწილეობით შექმნილი ანიმაცია: „დუკი და ახალი წელი“

 

მეცადინეობების განრიგი

მეცადინეობები ტარდება კვირაში ორჯერ, სამშაბათს და პარასკევს 18:00 საათზე. თითო გაკვეთილის განგრძლივობაა ერთი საათი.

 

სწავლის საფასური

ანიმაციის წრეზე სწავლის საფასურია 60 ლარი თვეში (დედმამიშვილების შემთხვევაში, სწავლის საფასური თითო ბავშვზე 50 ლარია). სწავლის გადასახადში შედის საჭირო მასალისა და ინვენტარის საფასური!

სწავლის საფასურის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, 1-დან 10 რიცხვამდე. გაცდენილი მეცადინეობები არ ანაზღაურდება.

 

რეგისტრაცია ანიმაციის წრეზე

ანიმაციის წრეზე მიიღებიან 8 წლის და უფროსი ბავშვები. სწავლის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონებზე: 230-60-01 ან 599-93-25-14

 

ჩვენი მისამართი

ჩვენი მისამართია თბილისი, ბაქოს ქ. 4; (ეს არის დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის კვეთასთან, 24-ე საჯარო სკოლის გვერდით). ქვემოთ მოცემულია ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ჩვენს სასწავლო ცენტრთან სიახლოვეს გაივლის:

ავტობუსები: 9; 20; 21; 29; 31; 33; 34; 37; 46; 47; 49; 53; 65; 66; 78; 92

მიკროავტობუსები6; 10; 11; 26; 31; 32; 38; 40; 41; 50; 58; 62; 66; 67; 68; 75; 80; 81; 85; 88; 89; 94; 108; 109; 133; 141; 148; 193

 

„ფისუნა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია (5 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration
Kids.ge-ს რჩევები

გახსოვდეთ ბებიების ნათქვამი

ბავშვი თქვენი საკუთრება არ არის, მას გარკვეული დროის განმავლობაში არ ფლობთ. თანაცხოვრების პერიოდში მაქსიმალურად ეცადეთ ბავშვი აღზარდოთ კარგ ადამიანად.

Kids.ge-ს რჩევები

გაუფრთხილდით ღიმილს

წაახალისეთ ბავშვები დღეში ორჯერ გაიხეხონ კბილები ფტორის შემცველი კბილის პასტით კარიესისგან თავის დასაცავად.

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024