kids.ge logo

ინტერნაციონალი

ფავორიტებში დამატება
აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირფერო ან სამადლო?

ეს იქნება საბოლო
შეტაკება... მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გახარებს ყველა ტომი.

ეს-ღა მხოლოდ დაგვრჩენია!
მით ვფიქრობთ თავის დახსნას!
გამარჯოს მშიერ მუშას,
მის მკლავსა და მის მარჯვენას!

სხვა სუყველა ტყულია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება -
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..

მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,
კავშირი და შეერთება.
საბერველს რომ დაბერვენ,
რკინა მაშინ ფოლადდება.

ჩვენც დავჰბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!
საბოლოო მწარე ომი!...
მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით
გახარებს ყველა ტომი.

მოცლილ ხალხის მუქთახორას,
ამ ქვეყნად რომ დაწანწალებს,
ნამუშევარს სტაცებს ღარიბს
და უკიდებს გულში ალებს,

უნდა დავსცეთ თავზე მეხი,
გაურჯელად ვინც ნეტარებს!...
გამარჯოს მხოლოდ შრომას,
მუშებსა და პროლეტარებს!...

ყოველი მხრის მუშა ხალხი,
დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!
უნდა მედგრად მივიტანოთ
იმ ჩვენს მტრებზე ირიში!

ეს იქნება საბოლო
მშრომელ ხალხის მწარე ომი!...
ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით
გახარებს ყველა ტომი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...გაზაფხულიგაზაფხულდა, ბუჩქის ძირას, თავს იწონებს ნაზი ია; ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია. ხავერდივი...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026