kids.ge logo

ჩემი თხა

(ხალხური)

ფავორიტებში დამატება
ჩემო ლამაზო ბეკეკა,
შენ ჩემო თხაო ბელაო!
ჩემი მტერი და ორგული
შენ გენაცვალოს ყველაო.

წვერი გაქვს დეკანოზისა
და რქები ეშმაკისაო,
კბილები, ნამგლად ნალესი,
ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო.

მთაში რომ წაკოკინდები,
დააგდებ მინდორ-ველსაო,
ჯიხვებს ეწვევი კლდეებში,
იქ მოღერებ ყელსაო!

გაძღები, გასისინდები,
ჯიქანს გაივსებ რძითაო,
რა გზითაც დილას წასულხარ,
ბრუნდები იმავ გზითაო.

მოხვალ და საწველს ამივსებ,
არ დამამადლი წველასო!..
მეძღვნეო ჩემი შვილების,
შენ მირჩევნიხარ ყველასო.

თვალის-ჩინივით მოგივლი,
ნუ გეშინია მტერისო!..
მაგ ძუძუბის ჭირიმე:
საწველში ჩაიმღერისო!..

ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ!
შენ ჩემო კარგო ბელაო!..
ჩემი ოჯახის ურგები
შენ გენაცვალოს ყველაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...ხატის წინმიყვარს, როდესაც ხატის წინ ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპალით ბნელს ფანტავს მისი ნათელი. მყუდროდ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026