kids.ge logo

ადგილო კურუმ-კურუმო

ფავორიტებში დამატება
ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,
სამოთხესავით ლამაზო,
მიყვარხარ ძალინაო,
რადა ხარ სულ მუდამ დინჯი
შე შურთხის თვალინაო?
იმსჭვალვის აზრით ქვეყანა
კაციან-ქალიანაო!

შენის გულისთვის თავს იკლავს,
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;
შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,
არც დაგეტყობა ლხენაო;
მსმენოდა ნეტამც ერთხელა
მე შენი ტკბილი ენაო,
მენახა აღფრთოვანება
და შენი აღმაფრენაო!
გულში ინახავ დიდ ფიქრსა,
არ გინდა გამოჩენაო.
შენი მტერი და ორგული
ფალმა შეაჩვენაო!

მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,
ფეხთით არაგვი გიმღერის,
რი გიზის თავითა.
გარიგებს დედობრივის ხმით,
ყო ჭკვინად, დინჯადა,
რომ გიხსენებდეს ქვეყანა
მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
შემკულსა ყვავილებითა
პირს გბანდეს ნამი დილისა,
გულს გაწვეთებდეს ნექტარსა
სიო ნივის გრილისა.
ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს
გარეგანს უნდა აზრიცა:
სიმშვენირეს ტვინისას
ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,
თორემ დაჰკარგავ მაგასაც,
რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუტრუკი მიტომ მუტრუკობსმუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო! გაიგე ავი და კარგი...პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...ვიცანი, ღმერთო, სამყაროვიცანი, ღმერთო, სამყარო, - ეს შენი დანაბადები, - იმისი ავლა-დიდება და შიგ საგძალი ნადები; მბოჭავს, არ მათ...მეურმის სიმღერაროგორ ძალიან დაბნელდა, მთვარეც არა ჩანს ტიალი! როდი ანათებს ბნელს ღამეს ამ ჩემის ურმის ჭრიალი! არაგვში უნ...კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026