kids.ge logo

მოლოდინი

ფავორიტებში დამატება
მცირე რამ ნისლის ნაწყვეტი
მთას ეკრა ბუმბულივითა,
ჰშვენოდა ფიქრებში გართვა,
მინდორზედ სუმბულივითა.
მთის წვერებს მოსდევს ნივი
ნადირის სუნსულივითა.
ბუნება ნანობს ცოდვასა,
და სულ-კრულივითა.
- რას უცდი, ნისლო პატარავ,
დაკერებული მთაზედა?
- რასა? ვერ თუ ჰგრძნობ, ძმობილო,
მტერი ჩამიდგა გზაზედა!
როგორ ვერ ჰხედავ გვალვისგან
დამწვარ-დაბუგულს მიწასა?
თავის ძმისწული მოუკლავ
გაბოროტებულს ბიძასა;
მშობლებზედ მეტად სწყენი
გაზდილის ერთგულ ძიძასა.
თვალები მთელის ქვეყნისა
შემომცქერიან თხოვნითა,
გებ როგორმე დავიხსნა
სოფლის ამაგი გოლვითა.
სწორედ ამისთვის დავფიქრდი
და ვეხვეწები ზეცასა:
გამზარდოს, მომცეს ძალ-ღონე,
ვეწამლო ქვეყნის კვნესასა;
გამზარდოს, ღრუბლად მაქციოს,
მძიმედ დამტვირთოს წვიმითა,
რომ მოვრწყო გული ქვეყნისა
დაუშრობელის მილითა;
ვაჭიკჭიკო ბულბული
საღამოთი და დილითა
და წარვსდგე ჩემს მეფესთან
ხელთ ანთებულის ცვილითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...იმედი საზიკაულიჯავრი ჰკლავს საზიკაულსა, შადედებული შხამითა, ცრემლი არ მოსდის თვალებზე, გვაეჭვიანებს ამითა... რკინის გული...მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026