kids.ge logo

ჩემი ვედრება

ფავორიტებში დამატება
ღმერთო, მიღე ვედრება,
ეს ჩემი სათხოვარია:
არ დამეკარგოს გულიდან
მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,
მამყოფე შეუდრკელადა;
ფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო
დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი,
რა მწადიან ცელობა;
ცხვრადვე მამყოფე ისევა,
ღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი.
გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,
მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა
გაცივებულის ლეშითა, -
თვალებში მადლ-დაკარგულსა,
შუბლზე გაკრულის მეშითა.
ნუ დაკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,
ნუ დაუძვირებ ოცნებას,
შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:
სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ძახის თავის მხლებელსა.
გულს დარდი გამიდიდე
იმ სანეტარო საგანზე,
დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე
ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს,
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლირი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი…
ნუ დამასვენებ ნურა დროს,
მამყოფე შეძრწუნებული,
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,
როცა ვარ შეწუხებული;
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი,
თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.
მფარავდეს შენი მარჯვენა,
კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი
სულ ბოლოს ამოქშენისა.
სული - შენ, ლეში - მიწასა,
აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,
შვილი - დედას და მამასა.
1893 წ.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ვაჟა–ფშაველას სხვა ლექსები:

გულს
გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,...
შემომღუღუნე, ჩონგურო
შემომღუღუნე, ჩონგურო,
აკვნესდი, ამაკვნესია;...
მწყემსი ქალი
დაგძინებია, ქალაო,
ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო,...
მეურმის სიმღერა
როგორ ძალიან დაბნელდა,
მთვარეც არა ჩანს ტიალი!...
ფშავლის სიმღერა
მკვდარი ნუვისსა გგონივართ,
გრძნობა-მიხდილი ლეშია,...
„მოფარფატე პეპელა“
ნახატის ავტორი:
ქეთევან გვარმიანი (11 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ვაჟა–ფშაველას ლექსი „ჩემი ვედრება“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ჩემი ვედრება“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აბაშიძე:


Kids.ge-ს რჩევები

შეიძინეთ პირველადი დახმარების ნაკრები

შეიძინეთ პირველადი დახმარების ნაკრები და შეინახეთ ის ხელმისაწვდომ ადგილას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სიკეთეზე და ლექსები სიმართლეზე

ბესიკი
ბედისადმი

ბესიკი

ჰე, ბედო, რა ხარ?
შენი ხატი ვინ სახოს, ...
მანანა ტონია
ოპუნცია კაქტუსი

მანანა ტონია

ყვავილნარის კუთხეში,
აივანზე კატოსი,...
მანანა ტონია
ეკლიანი მეგობარი

მანანა ტონია

ტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი,
მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი....
აკაკი წერეთელი
მგელი და კრავი

აკაკი წერეთელი

ერთხელ პატარა ბეკეკას
დასცხა და წყალი მოსწყურდა,...
აკაკი წერეთელი
ახალი გზა

აკაკი წერეთელი

ნუ იფიქრებ, დაგაყვედრო,
შე მაცდურო ჩემო მუზა,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სიკეთეზე და ლექსები სიმართლეზე

გალაკტიონ ტაბიძე
ჰამლეტის ქნარი

გალაკტიონ ტაბიძე

ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინის წუთისოფელია,
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში,ოფელია!...
ლუარა ჭანტურია
მელიას გასაჭირი

ლუარა ჭანტურია

მელა გაბმულა მახეში
და კუდი მოუყოლია,...
ელენე სალარიძე
მტრედი

ელენე სალარიძე

ბაბუმ მტრედი მოიყვანა
თეთრი, წითელფეხება,...
აკაკი წერეთელი
სანამ ვიყავ ახალგაზრდა

აკაკი წერეთელი

სანამ ვიყავ ახალგაზრდა
და სიამით ძგერდა გული,...
ლუარა ჭანტურია
თხა

ლუარა ჭანტურია

თხა შეჩვევია ვენახსა
დაიარება მარტოკა,...

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები სიკეთეზე და ლექსები სიმართლეზე

ვაჟა–ფშაველა
არწივი

ვაჟა–ფშაველა

კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,...
აკაკი წერეთელი
ღამურა

აკაკი წერეთელი

ერთმა უგნურმა თაგუნამ
იუკადრისა თაგვობა, ...
გალაკტიონ ტაბიძე
მშობლიურო ჩემო მიწავ!

გალაკტიონ ტაბიძე

სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს, ...
გივი ჭიჭინაძე
ტყუილი თუ მართალი

გივი ჭიჭინაძე

სახუმარო მინდა გითხრა,
ადანდალი, დანდალი,...
მანანა ტონია
ბელი და სანდლები

მანანა ტონია

ჰა მეზღაპრეც გამოჩნდა,
ჩიტიც უსმენს ბუდიდან,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026