kids.ge logo

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად

ფავორიტებში დამატება
სუ−ლო ბო−რო−ტო, ვინ მო−გიხ−მო ჩე−მად წი−ნამძღვ−რად,
ჩე−მის გო−ნე−ბის და სი−ცო−ცხლის შენ აღ−მაშ−ფოთ−რად?
მარქ−ვი, რა უ−ყავ, სად წარ−მი−ღე სუ−ლის მშვი−დო−ბა,
რისთ−ვის მო−მი−კალ ყმაწ−ვი−ლის ბრმა სარწ−მუ−ნო−ე−ბა?

ა−მას უ−ქად−დი ჩემს ცხოვ−რე−ბას, ყმაწ−ვილ−კა−ცო−ბას?
თით−ქოს მაძ−ლევ−დი ა−მა სოფ−ლად თა−ვი−სუფ−ლე−ბას,
ტანჯ−ვა−თა შო−რის სი−ა−მე−თა და−მი−სა−ხავ−დი
და თვით ჯო−ჯო−ხეთს სა−მო−თხე−და გარ−და−მიქ−ცევ−დი!

მარქ−ვი, რა იქმ−ნენ საკ−ვირ−ველ−ნი ე−სე აღთქ−მა−ნი?
რად მო−მი−ხიბ−ლე, აღ−მი−რი−ე, წრფელ−ნი ზრახ−ვა−ნი?
სად ხარ, აღმშ−ფო−თო, მი−პა−სუ−ხე, ნუ ი−მა−ლე−ბი,
რა−ტომ გა−ცუდ−და ძა−ლი შე−ნი მომ−ჯა−დო−ე−ბი?

წყე−უ−ლიმც ი−ყოს დღე ი−გი, როს შენ−თა აღთქ−მა−თა
ბრმად მი−ვან−დობ−დი, ვუმსხ−ვერპ−ლი−დი ჩემთ გუ−ლისთქ−მა−თა!
მას ა−ქეთ ა−რის — და−ვუ−კარ−გე მშვი−დო−ბა სულ−სა,
და ვერც ღელ−ვა−ნი ვნე−ბა−თა−ნი მიკვ−ლენ წყურ−ვილ−სა!

გან−ვე−დი ჩემ−გან, ჰოჲ, მაც−თუ−რო, სუ−ლო ბო−რო−ტო!
რა ვარ აწ სოფ−ლად დაშ−თე−ნი−ლი უ−საგ−ნოდ, მარ−ტო.
ჭკუ−ით ურწ−მუ−ნო, გუ−ლით უნ−დო, სუ−ლით მახვ−რა−ლი?
ვა−ი მას, ვი−საც მოხვ−დეს ხე−ლი შე−ნი მსახვ−რა−ლი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნასხმით მშვენიერით, ტკბილის სიმღერით ჰაეროვანო, სულს ელხინები; თვალთ არონინებ, გულს დააწყლულებ და ღიმილითა ე...ჩინარიგანმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა,...სუმბული და მწირიმწირი სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო, რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო? მარქვი, სადა არ...აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველიაღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი, მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი, დიდ სამქუხარო, საავდარო, ...ჩემი ლოცვაღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცდომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026