kids.ge logo

დედაენა

ფავორიტებში დამატება
დედანა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
ი ია, აი თითი,
ი მთელი სამყარო.
დედანა, სიტყვის კონა,
მზის სხივებით დართული,
დაშაქრული, დათაფლული,
დედანა ქართული,
სულ უჭკნობი გაზაფხული,
ყვავილების შრიალი,
ბულბულების ფრთების გაშლა,
სალამურის წკრიალი.
თას ჭირში გამოვლილი,
ჩვენი ჭირი და ლხენა,
მალხაზების ფეხის ადგმა,
თვალის პირველახელა,
ვინ გვასწავლა სიყვარული
მშობლირი მთა-ველის,
ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვატარა
მიწის ყველა მტკაველი.
ვინ გვასწავლა სიყვარული
ყანების და ზვრებისა,
ვინ დალოცა ვაზის ძირი,
შუქი გათენებისა,
მამა-პაპის სიყვარული
ვინ გვასწავლა პირველად,
ჭირსა შიგან გამაგრება,
ქვეყნის გასაკვირველად
და რკალივით შემოევლო
ჩვენი ქვეყნის კიდე-განს,
აკვანშივე დაგვაფიცა
საქართველოს დიდება,
დედანას, დედასავით
მოფერება სჭირდება,
ვინ წაგვკიდა რუსთაველის
სიყვარულის ალმური,
სე ძლიერ ვინ გვასწავლა
სიყვარული მამულის,
დედანამ, კვლავ რომ ინთებს
მკერდზე ციცინათელებს,
ამ განძს თუ არ მორე,
სე ვერ იქართველებ.
დედანა, სიბრძნის წიგნი,
მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,
ი ია, აი თითი,
ი მთელი სამყარო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოს დავხატავკერვა უნდა ვისწავლო ამ პატარა თითებით, დედას კაბას შევუკერავ, როცა დიდი ვიქნები. ქსოვა უნდა ვისწავლო ამ პ...ოღონდ შენ გამიღიმეოღონდ შენ გამიღიმე და, გამიღიმილე ცისკარი, შენ მყავდე გულის იმედად, შენ მყავდე დასაფიცარი. ოღონდაც ისე გა...ფიფქის სიმღერამე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი პატარა, ქარმა ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ მატარა, მოვფრინავდი, შენსკენ მოვიჩქაროდი ...საყვარელო მამულო!საყვარელო მამულო, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ; გულმა მხოლოდ შენი მზე, შენი მიწა იწამა. შენს გაზაფხულს ვუმღერი...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026