kids.ge logo

ვასოს დაბადების დღე

ფავორიტებში დამატება

ერთხელ კოლა ნებივრობდა,
ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად,
ცებ თითქოს კეტი დაჰკრეს,
რი თვალი დაჭყიტა:
,,-უი, როგორ დამავიწყდა,
სად გამოვყოფ ახლა თავსო,
დათუნიას, დრუნჩა- ვასოს,
დღეს ხომ იბილე აქვსო!“
თქვა და საჩქაროდ წამოხტა,
(ასე უნდა რაინდობა!)
დინგი კარგად დაბანა,
ყურები კი - დატოვა!
მიღრუტუნდა გარდერობთან,
ყველა უჯრა აჯღარუნა,
ქუდი ფეხზე ამოიცვა,
წინდა თავზე დახურა!
ზოში ფრთხილად გავიდა,
შხეფებს ყრიდა არაგვი და
თოვლზე ფეხი დაცურდა,
ყირამალა გადავიდა.
გაღმა მეგობრებს გასძახა:
-აქეთ მოდით, ტასო, ლოლა!
ჩქარა, სანამ ბუნაგამდე
მისასვლელი დათოვლა.
სანამ ვასოს ლურჯი ციგა,
ქარს და ნამქერს მიყინავს,
საჩუქარი მოვუმზადოთ
და ვესტუმროთ იბილარს!

ციყვი ლოლა ფუღუროდან,
ყურს უგდებდა ცალი ყურით,
უფრო მეტად სახალისოს
ვეღარაფერს უყურებდით!
საყურებად ეკიდა -
თხილის ხმელი კუნწულები.
თან მეგობრებს გამოსძახა:
,,არ გავიგო საყვედური!
სულაც არ დამვიწყებია ,
უკვე ვაცხობ ვაშლის ღვეზელს...
რი წუთი დამაცადეთ,
ფრჩხილები ვერ შევიღებე!“
ჟღალი კუდი აიპრიხა,
გადაიცვა კარაკული,
დედას ჩანთიდან მოჰპარა
ტუჩსაცხი და მანიკური.
ნეკა თითი მწვანე ჰქონდა,
ცერა ჰქონდა ღია ლურჯი!
...ასე იყო...ისე იყო...
ტყეში შობა თენდებოდა,
ფანტელები ცვიდა და
ყველა ტკბილად ბერდებოდა.

ბელი ვასოს ბუნაგისკენ
გამართნენ მეგობრები,
გოჭი კოლა თოვლს კვალავდა,
საქმე ჰქონდა ბევრზე ბევრი,
თან გოგოებს უყვებოდა
ჭალის ამბებს - სასაცილოს.
ხელში ჩამიჩი ეჭირა,
მხარზე ედგა ტიკით ღვინო,
ზღარბუნიას ზურგზე ეწყო
გოზინაყი სამი კილო,
გზად ერთ წამსაც არ კარგავდა,
ჰანგებს თხზავდა საღიღინოს!
ლოლა ისე დაღლილიყო,
ღარ ჰქონდა თავი სკუპის,
ქუდი თოვლში მოესროლა
ღვეზელს მიათრევდა კუდით.
როგორც იქნა მიაღწიეს,
ვასოს ბუნაგს ფეხაკრეფით,
,,ალბათ, როგორ გველოდება!
ალბათ, როგორ ვენატრებით!“
მოამზადეს ტკბილელი,
ნუგები და ჩამიჩები,
მაგრამ ,ჰოი, საოცრებავ,
არსადან ჩამიჩუმი!
ერთი სული ჰქონდა ყველას,
რომ გემოზე ენავარდათ,
,,სად ხარ, ვასო, კარში გამო,
ნახე, გარეთ ვინა ვართო!!...“
ბუნაგს ირგვლივ მორეს,
არვინ გასცა ხმა შიგნიდან...
ყველამ მხრები აჩეჩა,
რაში არის ნეტავ საქმე?!
იქნებ დაბადების დღეზე
სტუმრადაა დრუნჩა სადმე?!
ბოლოს ვეღარ მოითმინეს,
არც აცხელეს, არც აციეს,
წნელის ღობე გადასწიეს
და ბუნაგში შეჭყიტეს:
,,ღმერთო ჩემო! ეს რა ხდება?!“
კოლა სიმწრისგან იცინის,
დრუნჩას თათი უდევს პირში,
მშვიდად სძინავს ზამთრის ძილით...

ტყდა დიდი ჟრიმული,
ყიჟინა და ტაშისცემა,
კოლამ უთხრა- ტასოს, ლოლას:
,,სხვანარად არ იქნება!
ვასო უნდა გავაღვიძოთ,
მაგრად დასცხეთ დაფდაფიო,
არ დამიწყოთ დათვის წესი,
და დათვების ადათიო...
დღეს ახალი წელი არის,
ხალი წლის შაბათიო..“

დასივნენ მეგობრები,
ჯიკეს და აგორავეს,
დრუნჩა ისე ბურდღუნებდა,
ხმა გავიდა იმ გორამდე...
გააღვიძეს, მოილხინეს,
ცინეს და გაცინეს,
სიხარული ჭერს სწვდებოდა,
მერე ჭერსაც აცილეს.
მეც იმ ტყეში ვიყავ გზადა,
ვარ ამ ამბის მეც ზირი,
ჭირი იქ და ლხინი აქა,
როგორც ზღაპრის წესი არი...

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს ლექსი საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს ლექსი საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ავტორის შესახებ

ლელა გაბურის სხვა ლექსები:

ყ - ანჩა
ყანჩაზე უნდა მოგიყვეთ,
აბა, მოსწიეთ ყურები!...
ვ - არხვი
ხუჭუჭა ვარხვი გინახავთ?
ბავშვებო, აბა, გამოტყდით!...
ჰ - არპი
ყველა ჩიტი არ გეგონოთ
ღუნღულა და უწყინარი,...
კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთან
ერთ საღამოს პანტის ძირას
თამაშობდა გოჭი კოლა,...
კ - ოდალა
აკაკუნებს კოდალა,
კაკ-კუკ, კაკ-კუკ, კა-კა-კა......
„სპილო“
ნახატის ავტორი:
ანანო მაკარაძე (10 )

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლელა გაბურის ლექსი „ვასოს დაბადების დღე“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

ნახატი ლექსები

ლექსზე „ვასოს დაბადების დღე“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

გამოგვიგზავნე შენი ვიდეოც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დუმბაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ ღირებულებები გადაწყვეტილების მიღებისას

როდესაც ოჯახი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, გაითვალისწინეთ, როგორ შეესაბამება ეს გადაწყვეტილება თქვენს ოჯახურ ღირებულებებს.

სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)
სოფი მაჭავარიანი - გაზაფხული (ლექსი პატარებს)

გაზაფხულდა,ყვავილებმა გაიშალეს თმები, ტანთ ლამაზი ჩაუცვიათ ჭრელი სამოსელი. გაიღვიძეს ცხოველებმაც დახტის ცელქი შველი პეპელას ვერ დაეწევი, რომ მოჰკიდო...

„კატა “
ნახატის ავტორი:
იოანე ჟორჟოლიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

სხვა ლექსები ამავე კატეგორიებიდან

დაახლოებით ამავე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, საახალწლო ლექსები, გულუბრყვილო პატარები და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

ნუნუ კერესელიძე
ინდაური

ნუნუ კერესელიძე

ვატყობ ჩემს თავს, განა არა,
ვიფხორები წარამარა....
ინგა ქორდელი
ტყე

ინგა ქორდელი

მდიდარია ტყე
თავის ბინადრებით,...

უფრო მცირე ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, საახალწლო ლექსები, გულუბრყვილო პატარები და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

სამწუხაროდ, სხვა უფრო მცირე ზომის ლექსები ამავეე კატეგორიიდან ვერ მოიძებნა

უფრო დიდი ზომის ლექსები კატეგორიებიდან ლექსები ცხოველებზე, ფრინველებზე, საახალწლო ლექსები, გულუბრყვილო პატარები და ლექსები მეგობრებზე და მეგობრობაზე

გალაკტიონ ტაბიძე
ქალაქი წყალქვეშ

გალაკტიონ ტაბიძე

ღელვის დროს გემზე “ტეოდორ ნეტტე”
ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები, ...
ლუარა ჭანტურია
მელია და ციყვი

ლუარა ჭანტურია

მელამ ციყვი სამეგობროდ
თავის სახლში მოიხმო,...
მანანა ტონია
მუქთა მჭამელები

მანანა ტონია

ბატმა ცომი მოზილა,
თეთრი, თეთრი, ფითქინა,...
ვასილ გულეური
ვის რა აჩუქა თოვლის პაპამ

ვასილ გულეური

ზეიმია უღრან ტყეში,
ცეკვავენ და მღერიან -...
გალაკტიონ ტაბიძე
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

გალაკტიონ ტაბიძე

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026