kids.ge logo

ტყის ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

პატარა ხეს დიდ ხემ უთხრა:
„აღარა მსურს მე ხე მერქვას,
ვინც არ გინდა, მესტუმრება
და უგულოდ მაცლის მერქანს;
გერ კიდევ, იმ კაცს ხედავ,
ღია ხელში ცული,
გვჭრის და გვჩეხავს უმოწყალოდ
ტყეში სამტროდ შემოსული“.
აქ დიდმა ხემ ნაღვლინად
პასუხა ხეს პატარას:
„იმ ცულს თავი რკინისა აქვს,
ჩვენისთანა ხე აქვს ტარად;
ჩვენი მოძმე ჩვენ გვღალატობს,
მძლავრს სურს სუსტზე გაბატონდეს.
რას დაგვაკლებს ჩვენ ის კაცი,
ცულს რომ ტარად ხე არ ჰქონდეს?“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლის სიზმარიკურდღელმა სთქვა: ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო; გავიზედე სერზედაო, ბატონი ზის ცხენზედაო; წინ მეძებ...თხას უთხრესთხას უთხრეს: მგელი მამკვდარა! თხამ ნავარდი ქნა, გაიქცა. - თხაო, ნუ გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა. იმას...თამარ მეფე და ხონთქარითამარ მეფე და ხონთქარი მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა, ზღვაში ჩაუშვა ხომალდი, ზედ ალმასები დაჰკიდა, შიგ ჩასხა ქა...აყვავებულა მინდორიაყვავებულა მინდორი, მწვანედ ბიბინებს სათიბი, შიგ ღალა გამოიძახის, უხდება ჭრელი ქათიბი....სიკვდილო, სიცოცხლისადასიკვდილო, სიცოცხლისადა თავსა ვერ მოგცემ მუდამა, წავალ, მოვკვდები მინდორში, ბალახი მექნას სუდარად, ყორნები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026